როგორ შეიქმნა სარკე, რომლის გარეშეც თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია
თანამედროვე ადამიანებისთვის სარკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ყველა ოჯახში ერთი სარკე მაინც არსებობს. მეტიც, ქალებს სარკე ჩანთითაც დააქვთ, სარკეების გარეშე წარმოუდგენელია ავტომობილებიც. აქედან გამომდინარე, სარკე ადამიანის ცხოვრებაში შეუცვლელი ნივთია.
სარკე ძველ დროშიც პოპულარული იყო, თუმცა ზოგან მას ეშმაკის გამოგონებად მიიჩნევდნენ.
თანამედროვე სარკეები მინისგან და ამრეკლავი ნივთიერებებისგან მზადდება. უძველეს დროში კი, ნებისმიერი ამრეკლავი ზედაპირი გამოიყენებოდა სარკედ. შემდეგ სარკეს მაგმური ქანისგან, ობსიდიანისგან ამზადებდნენ.
უმეტესად სარკე მრგვალი ფორმის იყო, ხოლო დიდგვაროვანთა სარკეებს ძვირფასი ელემენტებით იყო გაფორმებული.
ყველაზე ცნობილი უძველესი სარკე 6 000 წელს ითვლის.
სარკის წარმოებისთვის ყველაზე გავრცელებული მასალა იყო ლითონი, რომელსაც ისე აპრიალებდნენ, სანამ გამოსახულება არ აირეკლებოდა. ეს პროცესი ძალიან შრომატევადი იყო, ამიტომ ეს ნაკეთობები იმდენად ძვირი სიამოვნება გახლდათ, რომ მხოლოდ საკმაოდ შეძლებული ადამიანები თუ აძლევდნენ თავს მისი შეძენის უფლებას.

V საუკუნიდან ევროპაში სარკეები პრაქტიკულად გაქრა, რადგანაც ეკლესია მიიჩნევდა, რომ ეს ეშმაკის გამოგონება იყო და მისი გამოყენება აიკრძალა. ყველას სჯეროდა, რომ ანარეკლის მეორე მხარეს ეშმაკი იმყოფებოდა, რომელიც გავლენას ახდენდა ადამიანის გონებასა და გადაწყვეტილებებზე.
სარკეები ხელახლა XIII-XIV საუკუნეებიდან გამოჩნდა და მის დასამზადებლად კალას იყენებდნენ. ხელოსნები ცხელ კალას სპეციალურ ფორმებში ასხამდნენ, შემდეგ შლიდნენ ნაწილ-ნაწილ, რომლებიც საბოლოოდ სარკის სახეს იღებდა.
XV საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა ძმებმა შექმნეს უნიკალური ნარევი ბრინჯაოსა და ოქროსგან. ამ ინგრედიენტების წყალობით სარკის ზედაპირი უფრო მბზინავი გახდა და სარკეში ყველა საგანი იმაზე ლამაზადაც კი გამოიყურებოდა ვიდრე სინამდვილეში.
რა თქმა უნდა, ვენეცია არ იყო ერთადერთი ადგილი სადაც იმ დროს სარკეები მზადდებოდა, მაგრამ ზუსტად ვენეციური სარკე ასხვავებდა ხარისხს და ვენეციური სარკეები ყველაზე ძვირადღირებული იყო. გადმოცემის თანახმად, ერთი ვენეციური სარკის ფასი უტოლდებოდა მცირე საზღვაო გემს და მათ საყიდლად ფრანგ არისტოკრატებს ზოგჯერ მთელი ძვირფასეულობის გაყიდვა უწევდათ.
1835 წელს სარკეების დამზადებაში რევოლუცია შეიტანა გერმანელმა ქიმიკოსმა, იუსტუს ფონ ლიბლიხმა, რომელმაც დაიწყო ვერცხლის გამოყენება უფრო მკვეთრი გამოსახულების ასახვისთვის. ეს ტექნოლოგია, პრაქტიკულად ცვილებების გარეშე დღემდე გამოიყენება.