რითი იკვებებიან ჩრდილოეთ კორეაში - გაეცანით ყველაზე იზოლირებული ქვეყნის კულინარიას | Allnews.Ge

რითი იკვებებიან ჩრდილოეთ კორეაში - გაეცანით ყველაზე იზოლირებული ქვეყნის კულინარიას

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩრდილოეთ კორეას თითქმის ყოველდღიურად უწესებენ ახალ სანქციებს და უმკაცრებენ უკვე არსებულს. შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ ქვეყანაში ბევრ სხვადასხვა პროდუქციაზე დეფიციტი იქმნება. მათ შორის, საკვები პროდუქტებიც არის. შესაბამისად, ოფიციალური ფხენიანი ცდილობს, ქვეყნის შიგნით არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს. "როიტერი" ამჯერად მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული ქვეყნის კულინარიით დაინტერესდა. რამდენიმე კერძი ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულმა და სეულში მცხოვრებმა ადამიანებმა მოამზადეს.

ერთ-ერთ მათგანს "სწრაფ ორცხობილას" უწოდებენ. მის მომზადებას რამდენიმე წუთი სჭირდება და გამოცხობის გარეშე მზადდება. ამ ტკბილეულის გასაკეთებლად სიმინდის ფქვილს წყალი უნდა დავასხათ და მოვზილოთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენებია. აღსანიშნავია, რომ სიმინდი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია ჩრდილოეთ კორეის ღარიბ ფენაში, რადგან ის გაცილებით იაფია ვიდრე ბრინჯი.

კიდევ ერთ ჩრდილოეთკორეულ საკვებს, რომელიც მცენარეული ცილით არის მდიდარი "ადამიანის მიერ შექმნილ ხორცს" უწოდებენ. ის სოიოს წარმოების შედეგად მორჩენილი მასალისგან მზადდება. ამ ნარჩენებს, როგორც წესი, ღორებს აჭმევენ, თუმცა სათანადოდ მომზადების შემთხვევაში მათ ადამიანებიც მოიხმარენ. მათგან, შესაძლოა, ბლინები მომზადდეს, რომელიც ბრინჯით ამოივსება და ზემოდან ჩილის პასტა გადაესმევა. საკვები დაბალკალორიულია, თუმცა ბევრ პროტეინს შეიცავს.

ზემოთ აღწერილი საკვების მსგავსია "ტოფუს ბრინჯი", მას კონუსის ფორმა აქვს. შიგნიდან ისიც ბრინჯითა და ჩილის სოუსით ივსება.

ამ ტკბილეულის ინგრედიენტები ფქვილი, საფუარი, შაქარი და ყურძნის გლუკოზაა. აღსანიშნავია, რომ შაქარი, ხშირ შემთხვევაში, დეფიციტური პროდუქტია, ამიტომ მას ხილის გლუკოზით ანაცვლებენ.

ამ საკვებს "სუნდაეს" ეძახიან და ის ნაყინი სულაც არ არის. უფრო მეტად შავ პუდინგს ჰგავს და ღორის სისხლისგან მზადდება, რომელსაც ბოსტნეულსა და ისეთ მარცვლეულს ურევენ, როგორიც, მაგალითად, ბრინჯია. ამ საკვებს, როორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ კორეაში შეხვდებით.

მას ჩრდილოთ კორეაში "კონგსატანგს" უწოდებენ და ძალიან ჰგავს ბატიბუტს. ის შემწვარი სოიოს მარცვლებისა და შაქრისგან მზადდება.

"ალსატანგი" შაქრისა და ძმრისგან მზადდება და ძალიან ჰგავს ტრადიციულ დაშაქრულ ქლიავს. აღსანიშნავია, როიმ ამ ტკბილეულს ბავშვებს განსაკუთრებულ შემთხვევებში აძლევენ.

myquiz