კომპანია, რომელიც არამწეველებს დამატებით დასვენების 6 დღეს აძლევს | Allnews.Ge

კომპანია, რომელიც არამწეველებს დამატებით დასვენების 6 დღეს აძლევს

იაპონურმა კომპანიამ თანამშრომლების მოტივირებისთვის კრეატიული მიდგომა შეიმუშავა. Piala Inc-ი, ტოკიოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც არამწეველ თანამშრომლებს წელიწადში დამატებით 6 დასვენების დღეს აძლევს. სიახლე კომპანიის წარმომადგენლებმა სექტემბერში წარადგინეს, აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ რიგში მიზნად ისახავს მწეველებისთვის მოტივაციის შექმნას, რათა მათ დაძლიონ ნიკოტინზე დამოკიდებულება, მეორე მხრივ კი ეს არის კომპენსაცია იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მოწევისთვის განკუთვნილ დროს არ იყენებენ, რაც ყოველი სიგარეტის მოწევისთვის 15 წუთს გულისხმობს.

"ერთ-ერთმა არამწეველმა თანამშრომელმა შეტყობინებების ყუთში წერილი დატოვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოსაწევად გამოყენებული შესვენებები პრობლემას ქმნის", - თქვა "ტელეგრაფთან" საუბარში კომპანიის პრესსპიკერმა ჰიროტაკა მაცუშიმამ. მისი თქმით, აღნიშნული შეტყობინება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნახა და დაეთანხმა ანონიმური თანამშრომლის მოსაზღებას: "აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ ახალი პოლიტიკა, რომელიც არამწეველებს უპირატესობას აძლევს", - განმარტა მაცუშიმამ.

კომპანიის სათაო ოფისი 29-ე სართულზე მდებარეობს, მოწევა კი მხოლოდ სარდაფშია ნებადართული. 29 სართულის ცავლა მწეველს სულ მცირე 15 წუთს ართმევს.

"ვფიქრობ, მწეველების წახალისება,  რათა მათ თავი დაანებონ მავნე ჩვევას, საუკეთესო გზაა და არა მათი იძულება და დასჯა", - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირეექტორმა ტაკაო ასუკამ.

myquiz