რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ვაშლის ძმარმა? | Allnews.Ge

რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ვაშლის ძმარმა?

საუკუნეების განმავლობაში ძმარს კულინარიაში აქტიურად იყენებდნენ. თუმცა, გარდა სხვადასხვა კერძის მომზადებისა, იგი ცნობილია, როგორც სამკურნალო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მედიკოსები ამბიობენ, რომ ვაშლის ძმარი ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება. მეცნიერებმა რამდენიმე დაავადების განკურნების პროცესში მისი ეფექტურობა უკვე დაადასტურეს. როგორც ცნობილია, ვაშლის ძმარი საუკეთესო საშუალებაა სისხლში შაქრის დონის შემცირებისთვის, ასევე დიაბეტის სიმპტომების შესუსტებისა და წონაში კლებისთვის.

თუმცა, თუ მას თაფლთან ერთად მიიღებთ, მედიკოსების მტკიცებით, ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ.

გთავაზობთ 10 სარგებელს, რასაც წყლის, ვაშლის ძმრისა და თაფლის ნაზავის უზმოზე დალევით მიიღებთ:

1. იგი ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესს;

2. დაგეხმარებათ წონის კონტროლში;

3. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას;

4. შველის სახსრების ტკივილს;

5. ასუსტებს გილძმარვას;

6. მიიჩნევა როგორც კანის მკვებავი საშუალება;

7. ხელს უწყობს სუნთქვის გაუმჯობესებას;

8. შველის ყელის ტკივილს;

9. ენერგიას მატებს ორგანიზმს;

10 ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

myquiz