საფრთხეები, რომლებსაც ჩვენს ჯანმრთელობას საცობი უქმნის | Allnews.Ge

საფრთხეები, რომლებსაც ჩვენს ჯანმრთელობას საცობი უქმნის

ცუდად ხდებით საცობში? ეს ასეც უნდა იყოს. გამონაბოლქვის რაოდენობა, რომელიც მანქანაში საცობსა და შუქნიშნის წითელ შუქზე დგომისას გროვდება გაცილებით მაღალია, ვიდრე მოძრავი მანქანის შემთხვევაში. კვლევა, რომელიც ჟურნალ Environmental Science: Processes and Impacts-შია გამოქვეყნებული, გამოსავალს გვთავაზობს. კვლევის მიხედვით გვირჩევენ, საცობში დგომისას დავკეტოთ ფანჯრები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰაერის დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ძირითად რისკად განიხილავს, რომელმაც მხოლოდ 2012 წელს მსოფლიოს მასშტაბით 3,7 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.

ჰაერის დაბინძურება ისეთი მძიმე დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, როგორიც ფილტვების კიბო, ასთმა და სხვა რესპირატორული დაავადებებია.

კვლევებმა აჩვენა, რომ საცობებსა და შუქნიშნებზე ჰაერის დაბინძურების ხარისხი 40 პროცენტით მეტია, ვიდრე თავისუფალი მოძრაობის დროს. დატვირთული მოძრაობისას მანქანებს უწევთ შენელება, გაჩერება, მწვანე შუქნიშნის ანთებისას მანქანის დაძვრა, ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სატრანსპორტო საშუალებები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, გამონაბოლქვი ერთ ადგილას გროვდება და რაც უფრო შენელებულია მოძრაობა, მძღოლი უფრო დიდ ხანს არის მავნე აირების გავლენის ქვეშ.

2030 წლისთვის საცობების პრობლემა აღარ იქნება

მკვლევარები ამ მდგომარეობიდან ეფექტურ გამოსავალს ეძებენ. რამდენიმე კვლევამ ცხადყო, რომ მანქანის ვინტილაციას ჰაერის მავნე აირებისგან გაწმენდა შეუძლია, თუმცა როგორც აღმოჩნდა მანქანაში ჰაერის დაბინძურების მაქსიმალური მაჩვენებელი მაშინ დაფიქსირდა, როდესაც მანქანა საცობში იდგა, მას ფანჯრები დახურული ჰქონდა და კონდენციონერი ჩართული იყო, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, თუ შუქნიშანზე ან საცობში დიდი ხნით შევყოვნდებით, ფანჯარა დავხუროთ და კონდენციონერი გავთიშოთ.

myquiz