როგორ წარმოითქმის და იწერება "საქართველო" სხვა ენებზე?
საქართველო მსოფლიოს რამდენიმე ენაზე ითარგმნება როგორც "ჯორჯია" (Georgia), ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კი რუსული ენის გავლენით საქართველო ძირითადად ითარგმნება როგორც "გრუზია". ამასთან, საქართველო წარმოითქმის როგორც "გრუზია" იაპონურად, ვიეტნამურად და კორეულად.
საინტერესოა, როგორ წარმოითქმის და იწერება საქართველო სხვა ენებზე?
დავიწყოთ ევროპული ენებით.
ფრანგულად საქართველო "ჟეოღჟი" წარმოითქმის და იწერება Géorgie. გერმანულად - წარმოითქმის როგორც "გეორგიენ", ისლანდიურად - "გეორგია", იტალიურად "ჯეორჯა", ნორვეგიულად "იორგია", ესპანურად "ხეორხია".
რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, საქართველო ალბანურად იწერება როგორც Gjeorgjia. ჩეხურად Gruzie, ესტონურად Gruusia, უნგრულად Grúzia, ლატვიურად და ლიტვურად Gruzija, სერბულად Грузија.
საინტერესოა ასევე სხვა დამწერლობის მქონე ენებზე როგორ იწერება საქართველო. როგორც აღმოჩნდა, სპარსულად საქართველო იწერება როგორც گرجستان , ინდურად जॉर्जिया (jorjiya), იაპონურად グルジア, ჩინურად 格鲁吉亚 (Gélǔjíyà).
რაც შეეხება თურქეთს, თურქულად საქართველო ითარგმნება როგორც "გურჯისტან", სომხურად კი "ვრასტან".
მიიტანეთ რუკასთან კურსორი და დააჭირეთ სასურველ ქვეყანას, იმისათვის რომ მოისმინოთ, როგორ წარმოითქმის საქართველო სხვა ქვეყნებში:
Georgia
Georgia
Georgien
Georgia
Georgia
Geórgia
Georgia
Géorgie
Georgia
Georgien
Georgia
Gruzja
Gruzie
Γεωργία
จอร์เจีย
Georgia
Грузія
Gruzija
Gruzija
Грузија
Georgien
Georgia
Gruzija
Грузія
Грузия
Georgia
Gruusia
Gruzija
Ġeorġja