არსებობს ერთადერთი საუკეთესო დიეტა - 9 მითი დიეტის შესახებ | Allnews.Ge

არსებობს ერთადერთი საუკეთესო დიეტა - 9 მითი დიეტის შესახებ

წონის დაკარგვა ადვილი ამოცანა ნამდვილად არ არის, დიეტებთან დაკავშირებით არსებული არაერთი მითი კი მიზნის მიღწევას კიდევ უფრო ართულებს. ქვემოთ მოცემულია 9 არასწორი შეხედულება წონის დაკარგვასა და დიეტასთან დაკავშირებით.

მითი №1 წონის დაკარგვა შეუძლებელია

წონის დაკარგვა ძალიან რთულია, შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ ადამიანს ვისაც უცდია. თუმცა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელი ნამდვილად არ რაის. წონის კონტროლის ეროვნულმა სამსახურმა 1994 წლიდან იმ ადამიანების აღრიცხვა დაიწყო, ვინც სულ მცირე 13 კილოგრამის დაკლება შეძლო და ახალი წონა 1 წლით და მეტით შეინარჩუნა.

აღმოჩენა, რომელიც დიეტის ინდუსტრიას შეცვლის

მოცემული მომენტისთვის რეესტრში დაახლოებით 10 ათასია ამერიკელია დარეგისტრირებული, რომლებმაც საშუალოდ 30 კილოგრამი დაიკლეს და წონა 5 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნეს. მკვლევარებმა რეესტრში არსებული ამერიკელების წარმატების საიდუმლოს გამოკვლევა დაიწყეს. კვლევამ ცხადყო, რომ ადამიანების უმეტესობამ ვინც წარმატებას მიაღწია დიეტა შეცვალა და ვარჯიშზე მეტი ძალისხმევის დახარჯვა დაიწყეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოველდღიურად საუზმის მირთმევა აღმოჩნდა. წონის კონტროლის ეროვნულმა სამსახურის სიაში შესულმა ადამიანებმა ასევე აღნიშნეს, რომ კვირაში ერთხელ მაინც იწონებოდნენ და კვირაში 10 საათზე ნაკლებს უთმობდნენ ტელევიზორის ყურებას.

მითი №2 წონის დასაკლებად მხოლოდ საჭიროა ნაკლები ჭამო და მეტი ივარჯიშო

მიუხედავად იმისა, რომ წონის კონტროლის ეროვნული სამსახურის კვლევამ აჩვენა, რომ ამ პროცეში წარმატებულმა ადამიანებმა კვებითი ჩვევები შეიცვალეს და აქტიური ვარჯიში დაიწყეს, ეს სრული სურათი მაინც არ არის. არსებობს სხვა ფაქტორებიც, როგორებიც არის გენეტიკა, გარემო, ემოციური მდგომარეობა და რა ტიპის საკვებს ვღებთ. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ წონის კლების პროცესში კალორიების დათვლა დიდად ეფექტური არ არის, რადგან ამ დროს უგულებელყტოფილია ბევრი ფაქტორი, მათ შორის ბიოლოგიური პროცესები, რომელსაც ადამიანის წონის მატებაში საკუთარი როლი აქვს. მეცნიერების თქმით, კალორიების დათვლაზე უკეთესი დიეტის შემადგენლობისთვის ყურადღების მიქცევაა.

"თუ უბრალოდ ეცდებით, რომ ნაკლები ჭამოთ და მეტი ივარჯიშოთ, ადამიანთა უმეტესობა ამ ბრძოლაში უბრალოდ დამარცხდება. მეტაბოლიზმი გაიმარჯვებს", - განაცხადა ექიმმა დევიდ ლუდვიგმა, ამის ნაცვლად მედიკოსი პაციენტებს ჯანსაღ კვებაზე გადასვლას ურჩევს.

მითი №3 ყველა კალორია თანაბარია

კი და არა. ბევრი ადამიანისთვის ვისაც წონის დაკლება სურს კალორიებისა და მათი წარმომავლობისთვის ყურადღების მიქცევა მაინც მნიშვნელოვანია. კვლევებმა აჩვენა, რომ დღიურის წარმოება სასარგებლოა ადამიანებისთვის, რათა მათ ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ რას და რამდენს ჭამენ. იმის გარკვევა თუ საიდან მოდის კალორიები, წონაში დაკლების მსურველს საშუალებას მისცემს კვების ინტენსიურობა აკონტროლოს.

მითი №4 მნიშვნელოვანი წონა უნდა დაკარგოთ, რათა ჯანმრთელობაში ცვლილებები შენიშნოთ

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წონის 10%-ის კლების შემთხვევაშიც კი შენიშნავენ ცვლილებას არტერიულ წნევაში და სისხლში შაქრის შემცველობაში, რაც თავის მხრივ გულის დაავადებათა და მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის შესაძლებლობას შეამცირებს.

მითი № 5 არსებობს ერთადერთი საუკეთესო დიეტა

ადამიანებს წონის წარმატებით დაკლება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეთოდით შეუძლია. წონის კონტროლის ეროვნული სამსახურის სიაში შემავალი ადამიანების 455-მა აღნიშნა, რომ წონა სხვადასხვა დიეტების თვითნებურად დაცვის შედეგად დაკარგეს, 55%-მა კი განაცხადა, რომ წონის კლების სპეციალურ პროგრამას მიჰყვებოდა.

დიეტები, წყლის დოზის განსაზღვრა, სხეულის მასის ინდექსი - ჯანსაღი ცხოვრების წესები დიეტოლოგ ლაშა უჩავასგან

რეკომენდაციები პიერ დიუკანისგან - ცილოვანი დიეტისა და წონაში კლების ყველა საიდუმლო

როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე

გამოკითხულთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ სულ მცირე ერთი დიეტის დაცვა სცადეს, იქამდე სანამ სასურველი წონის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებას შეძლებდნენ.

მითი № 6 ამერიკელებს ჭარბი წონა აწუხებს, რადგან ბევრს ჭამენ

ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. მკვლევარების განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაღალკალორიული პროდუქტებისა და სასმლის ყოველდღიური მოხმარებაა.

მითი № 7 წონაში დასაკლებად ალკოჰოლს თავი უნდა დაანებოთ

მართალია, რომ ალკოჰოლის მიღება ბევრი კალორიის კონცენტრირებას იწვევს და წონაში კლების მრავალი სქემის მიხედვით უკეთესია ალკოჰოლურ სასმელზე უარი თქვათ. მაგრამ "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაშინ როდესაც მძიმე ალკოჰოლური სასმელი მართლაც უწყობს ხელს წონის მომატებას, მსუბუქი სასმელი სრულიად უვნებელია ამ კუთხით.

მითი № 8 ადამიანებს დიდი ნებისყოფა სჭირდებათ წონაში დასაკლებად.

ამ პროცესში წარმატების მიღწევა ან მარცხი მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული ადამიანის ნებისყოფაზე, რადგან მის აღნაგობაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიც გენეტიკა და სხვა ბიოლოგიური ფაქტორებია.

მითი №9 პროგრესის შესანარჩუნებლად სპეციალური სამაჯურის ყიდვა დაგჭირდებათ

ეს სამაჯური პოპულარულია მათ შორის, ვისაც დაკლება სურს და ამ პროცესში ფიზიკურ აქტივობას ყურადღებას აქცევს. აღნიშნული სამაჯური თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დათვლის და ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობას გააკონტროლებს. თუმცა, მკვლევარების განმარტებით ის წონის კლების პროცესში ეფექტური სულაც არ არის.

მომზადებულია Time-ის მიხედვით