რისგან მზადდება შავი ნაყინი და რამდენად სასარგებლოა ის? | Allnews.Ge

რისგან მზადდება შავი ნაყინი და რამდენად სასარგებლოა ის?

უცნაური ტკბილეული, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ყურადღება მიიპყრო, შავი ნაყინი ანუ ოთების ნაყინია. ეს არის ნაყინი, რომელსაც გასაოცრად შავი ფერი აქვს, იმაზე შავიც კი ვიდრე შოკოლადის ნაყინს.

 

მას ლოს-ანჯელესისა და ნიუ იორკის სანაყინეებში შეხვდებით. მაგრამ ის, რაც მას ამ უჩვეულო შეფერილობას აძლევს, ჩვეულებრივი საკვები საღებავი არ არის და თანაც მას აქვს ექიმის მიერ გამოწერილი წამლებისა და კონტრაცეპტივების ეფექტურობის დაქვეითების უნარი.

 

ნივთიერება, რომელსაც შავ შოკოლადს ფერს აძლევს აქტიური ნახშირია, რომელსაც, როგორც ცნობილია გამწმენდი ფუნქცია აქვს. ინგრედიენტი სხვა საკვები პროდუქტისთვის შავი ფერის მისაცემადაც გამოიყენება, მათ შორის იაპონიის ცნობილი შავი ბურგერების დასამზადებლად.

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა დასახელების ნაყინი შეამოწმა

 

აღსანიშნავია, რომ აქტიურმა ნახშირმა და მისმა ნაყინში გამოყენებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, პეტიციაც კი შეიქმნა, რომელსაც ხელი 14 800-მა ადამიანმა მოაწერა და რესტორნებს მყიდველების გაფრთხილება მოსთხოვა, რომ აღნიშნულ ნაყინში გამოყენებულ ნივთიერებას მედიკამენტების ეფექტურობის დაქვეითება შეუძლია.

myquiz