აშშ-ის სკოლებში ტკბილეულის გაყიდვა აიკრძალება | Allnews.Ge

აშშ-ის სკოლებში ტკბილეულის გაყიდვა აიკრძალება

ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, მოსწავლეთა 20 %-ს ჭარბი წონა აქვს. ექიმების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვებაა. ამის გამო მოზარდთა სიმსუქნეს ამერიკაში სერიოზული ბრძოლა გამოუცხადეს.

საშუალო განათლების დეპარტამენტმა სასკოლო კვების სფეროს პროდუქტების კალორიულობის შემცირება მოსთხოვა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ტკბილი გამაგრილებელი სასმელებისა და ტკბილეულის გაყიდვა ბევრ სკოლაში აიკრძალება. სკოლის მოსწავლეებს მხოლოდ უბრალო წყლის, წვენების, ცხიმისა და მარილის მცირე შემცველობის ჩიპსების ყიდვა შეეძლებათ.

mkurnali.ge

myquiz