რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან? | Allnews.Ge

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

სასარგებლოა თუ არა ჩირი? ექიმები გვეუბნებიან, რომ დიახ, გამომშრალი ხილი, ქიშმიში და ქლიავის, შავი მოცვისა და სხვა ხილის ჩირი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ვინაიდან გამხმარი ხილში დიდი რაოდენობით მკვებავი ნივთიერებები იყრის თავს, ვინაიდან ჩირში წყლის რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. გამომშრალი ხილი ასევე მდიდარია B ვიტამინითა და ანტიოქსიდებით.

ერთ-ერთი ეპიდემიოლოგიური მასშტაბური კვლევის შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩნეს, რომ ვინც ხშირად ჭამს ჩირს, იწონის ნაკლებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც გამომშრალ ხილს საერთოდ არ იღებენ.

თუმცა, აქვე სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ შაქრის შემცველობა ჩირში უფრო მეტია. მაგალითად ერთი ჯამი ყურძენი შეიცავს დაახლოებით 23 გრამ შაქარს და 104 კილოკალორიას, ერთი ჯამი ქიშმიში კი 116 გრამ შაქარს და 520 კილოკალორიას.

ამიტომაც ექიმები დიაბეტიკებს ჩირის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ჩირის წარმოება და ნაირსახეობა საქართველოში

myquiz