ტანსაცმელი, რომელიც ბავშვთან ერთად იზრდება | Allnews.Ge

ტანსაცმელი, რომელიც ბავშვთან ერთად იზრდება

აერონავტიკის ინჟინრის ხარისხმა 24 წლის რაიან იასინის ახალ გამოგონებას ხელი ნამდვილად შეუწყო. იმ სამეცნიერო პრინციპებზე დაყრდნობით, რაც იასინმა უნივერსიტეტში აითვისა, ტანსაცმელი გამოიგონა და შედეგად ცნობილი ინგლისელი გამომგონებლის ჯეიმს დაისონის სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა.

ფაქტი, რომ იასინმა ინოვატორთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა, ცხადყოფს, რომ ტანსაცმელი ჩვენთვის ჩვეული და კარგად ნაცნობი არ უნდა იყოს, მაგრამ რაში გამოიხატება მისი უნიკალურობა?

რატომ ღირს საქართველოს მაღაზიებში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ძვირი?

ახალგაზრდა გამომგონებლის წყალობით, ჩვილი ბავშვების მშობლებს შვილების ზრდასთან ერთად ახალი ტანსაცმლის ხშირი შეძენა აღარ მოუწევთ, რადგან ჩასაცმელი ზომაში ბავშვებთან ერთად გაიზრდება.

აღნიშნულ იდეამდე გამომგონებელი ერთმა იმედგაცრუებამ მიიყვანა, როდესაც მან შენიშნა, რომ დისშვილებისთვის ნაჩუქარი ტანსაცმელი მათ ძალიან სწრაფად დაუპატარავდათ.

ახალი ტანსაცმელი, რომელიც ბავშვთან ერთად გაიზრდება სამი თვიდან სამ წლამდე ასაკობრივი კატეგორიისთვის არის გათვლილი, წყალგაუმტარია, სარეცხის მანქანაში უპრობლემოდ ირეცხება და მისი გადამუსავება და ახალი ტანსაცმლის შეკერვაც შეიძლება.

კვლევის თანახმად ბავშვების უმეტესობა პირველი ორი წლის განმავლობაში სულ მცირე შვიდი ზომით იზრდება, რაც მშობლებს საკმაოდ ძვირი უჯდება, გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ბავშვებს ეს ტანსაცმელი აღარ მოერგებათ მათი გადამუშავება არ ხდება რაც გარემოს აბინძურებს, დიდი რაოდენობით ტანსაცმლის წარმოება კი ჰაერში სათბურის აირების გამოყოფას უწყობს ხელს. რაიან იასინის გამოგონებას შესაძლოა აღნიშნული სარჩულიც ჰქონოდა.

ოკეანეები პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებით არის სავსე

როგორც არ უნდა იყოს ახალგაზრდა გამომგონებელი ინოვატორებს მსოფლიოს მასშტაბით დაუპირისპირდება, კონკურსი ოქტომბერში არის ჩანიშნული, ჯილდოს სახით კი 30 ათასი ფუნტია გამოყოფილი, რაც თითქმის 40 ათას დოლარს შეადგენს.

myquiz