რისგან გვიცავს ზეითუნის ზეთი და რა სარგებლობა მოაქვს მას ორგანიზმისთვის | Allnews.Ge

რისგან გვიცავს ზეითუნის ზეთი და რა სარგებლობა მოაქვს მას ორგანიზმისთვის

ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებებზე ხშირად საუბრობენ. მაინც რისგან გვიცავს ეს პროდუქტი და რა სარგებლობა მოაქვს მას ორგანიზმისთვის? გთავაზობთ მის უნიკალურ თვისებებს:

ზეითუნის ზეთის დიეტა მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკს ამცირებს

ცნობილია, რომ უცხიმი დიეტა გვიცავს ისეთ დაავადებების გამოწვევისგან, როგორიცაა გულის დაავადებები და დიაბეტი. კვლევებმა აჩვენა, რომ ცხიმის მაღალი შემცველების დიეტები პირიქით იწვევს და ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას როგორიც კიბო და დიაბეტია. ახლა ჩვენ ვიცით რომ არის კიდევ ერთი ტიპის ცხიმი, რომელიც ძირითადად ზეითუნის ზეთში, მარცვლეულსა და თხილშია აღმოჩენილი და გვიცავს ყველა ამ ქრონიკული დაავადებისგან. კვლევამ აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომლიც ზეითუნის ზეთით არის მდიდარი, დიაბეტის გაჩენის რისკს თითქმის 50 პროცენტით ამცირებს.

ზეითუნის ზეთმა შეიძლება დაგიცვათ მოტეხილობებისგან

ხანშიშესული ადამიანები, რომლებიც ზეითუნის ზეთს ყოველდღიურად მოიხმარენ, თავს მოტეხილობებისგან იცავენ. აღნიშნულ დასკვნამდე საფრანგეთში ახალი კვლევის შედეგად მივიდნენ. მკვლევარებმა 65 წელს გადაცილებული 7625 ადამიანის მონაცემი საფრანგეთის სამი ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში შეაგროვეს. აღმოჩნდა, რომ მათ ვინც ზეითუნის ზეთს ყოველდღიურად მოიხმარდა, მოტეხილობის რისკი 41 პროცენტით ნაკლები ჰქონდა, ვიდრე მათ ვინც ზეითუნის ზეთს არ იყენებდა.

ზეითუნის ზეთი გულს ახალგაზრდობას უნარჩუნებს

ზეითუნის ზეთით მდიდარ დიეტას შეუძლია გულის დაბერების პროცესის შენელება. ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად გულიც გადის ასაკობრივ პროცესებს, შედეგად არტერიებმა შესაძლოა ძველებურად ვეღარ იფუნქციონიროს, ეს კი ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას ქმნის. თუმცა, უკანასკნელი კვლევით ესპანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ზეითუნის ზეთით გაჯერებულ დიეტას არტერიების სიჯანსაღისა და ჩვეული ფუნქციონირების შენარჩუნება ასაკის მატების მიუხედავად შეუძლია.

ზეითუნის ზეთი დეპრესიისგან გვიცავს

ზეითუნის ზეთს ბევრი სარგებლის მოტანა რომ შეუძლია ორგანიზმისთვის, ეს უკვე სიახლე აღარაა. თუმცა, მოაქვს თუ არა მას ანალოგიური სარგებელი ემოციური ჯანმრთელობისთვის? ესპანელი მკვლევარების თანახმად, ზეითუნის ზეთის დიეტა მენტალურ დაავადებებს აგვარიდებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზეითუნის ზეთის ინტენსიური მოხმარება დეპრესიის რისკს ამცირებს.

ზეითუნის ზეთი კანის კიბოს რისკს ამცირებს

კიდევ ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ზეითუნის ზეთსა და ხმელთაშუა ზღვის დიეტის სხვა კომპონენტების ინტენსიურ მოხმარებას მელანომას, კანის კიბოს ერთ-ერთ ყველაზე საშიში ფორმის პრევენცია შეუძლია. ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში 100 ათას ადამიანში მხოლოდ ერთს შეიძლება განუვითარდეს კანის კიბოს რომელიმე ფორმა.

მეცნიერები ვარაუდობენ რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, რაც ზეითუნის ზეთის აქტიურ მოხმარებას გულისხმობს ალცჰეიმერის რისკის შემცირებაც შეუძლია.

myquiz