ფლოიდ მეივეზერმა კონორ მაკრეგორი დაამარცხა | Allnews.Ge

ფლოიდ მეივეზერმა კონორ მაკრეგორი დაამარცხა

ლას ვეგასში მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე ფლოიდ მეივეზერსა და UFC-ის ისტორიაში ორ წონაში პირველ ჩემპიონ კონორ მაკრეგორს შორის ბრძოლა გაიმართა.

ბრძოლა კრივის წესებით ჩატარდა და მე-10 რაუნდში მეივეზერის გამარჯვებით, ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

"მაკგრეგორი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მე მეგონა, მაგრამ მე ვამბობდი, რომ შეხვედრა მთელ დისტანციაზე არ გაგრძელდებოდა. ეს ჩემი ბოლო ბრძოლა ბატონებო და ქალბატონებო", - თქვა მეივეზერმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.

მაკრეგორთან ბრძოლამ მეივეზერს კარიერაში 50-ე გამარჯვება მოუტანა. შესაბამისად ამერიკელი მოკრივე ახალი რეკორდსმენია 50 მოგებით 50 შეხვედრაში, აქედან 27-ში მან ნოკაუტით მოიგო. აქამდე რეკორდი როკი მარჩიანოს ეკუთვნოდა: 49 მოგება 49 შეხვედრა (43 ნოკაუტი.)

myquiz