Coke Zero მალე სასმელი ბაზარზე აღარ გამოვა | Allnews.Ge

Coke Zero მალე სასმელი ბაზარზე აღარ გამოვა

თუ Coke Zero-ს მოყვარელები ხართ გაითვალისწინეთ, რომ მალე სასმელი ბაზარზე აღარ გამოვა. Coca-Cola გამაგრილებელი სასმელის ჩანაცვლებას გეგმავს. კომპანიის განმარტებით, ახალ უშაქრო სასმელს Coca-Cola Zero Sugar ერქმევა. ახალი სასმელი მსოფლიოს მასშტყაბით, 25 მარკეტში უკვე წარმატებით გაიყიდა, მათ შორის ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. შემდეგ თვეს ახალი გამაგრილებელი სასმელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდება.

საინტერესოა რა განასხვავებს Coke Zero-ს და Coca-Cola Zero Sugar-ს? არც ერთი მათგანის შემადგენლობაში შაქარი არ შედის და ორივე დიეტურ გამაგრილებელ სასმელს განეკუთვნება, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ Coca-Cola Zero Sugar-ის გემო უფრო მეტად შეესაბამება Coca-Cola-ს ორიგინალურ გემოს. განსხვავება მათ შეფუთვაშიც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ძირითადად შავ ფერშია გადაწყვეტილი.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ინვესტორებთან საუბარში განაცხადა, რომ ახალი სასმელი Coke Zero-ს ახალი გაუმჯობესებული ვარიანტია.

Coke Zero გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა და 2016 წლის ჩათვლით, გაყიდვების მიხედვით, პირველ 10 გაზიან სასმელს შორის იკავებდა ადგილს.