სიახლე ლუდის მოყვარულთათვის | Allnews.Ge

სიახლე ლუდის მოყვარულთათვის

სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა უნიკლური, ორგანიზმისთვის სასარგებლო ლუდი შექმნა. აღნიშნულ სასმელს დამატებული აქვს პრობიოტიკები. როგორც ცნობილია, პრობიოტიკები ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.

სტუდენტებმა გამოიყენეს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობიოტიკური შტამი Lactobacillus paracasei L26. მაგრამ ასე მარტივიც არ არის ლუდში სასარგებლო ბაქტერიების დამატება. ლუდი შეიცავს სვიის მჟავებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს პრობიოტიკური კულტურების ზრდასა და განვითარებაზე.

პრობიოტიკის შენარჩუნება მოხერხდა თავად ფერმენტაციის პროცესის შეცვლის ხარჯზე. სასმელი გამოვიდა მკვეთრი, მწკლარტე გემოთი. სინგაპურელი მეცნიერები პროექტზე მუშაობას განაგრძობენ. პრობიოტიკური ლუდის რეცეპტის დასაცავად განაცხადი უკვე პატენტზეა შეტანილი.

Mkurnali.ge

myquiz