ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორალური სექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორალური სექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გონორეის განკურება სულ უფრო რთული ხდება - განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მედიკოსების განმარტებით, სასქესო გზით გადამდები ინფექციური დაავადება სულ უფრო რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ექიმ თეოდორ ვის თქმით, ექსპერტებმა დააფიქსირეს სამი შემთხვევა - იაპონიაშია, საფრანგეთსა და ესპანეთში, როდესაც მედიკოსები გონორეის უკურნებელ ფორმას წააწყდნენ.

"გონორეა ძალიან ჭკვიანი ინფექციაა. ყოველ ჯორზე როდესაც მკურნალობისთვის საჭირო ახალი ანტიბიოტიკი შეგყავთ ორგანიზმში, ინფექციის წინააღმდეგობის გაწევის უნარე იზრდება" - განაცხადა ვიმ.

გონორეამ შესაძლოა დააზიანოს გენიტალიები და სწორი ნაწლავი და ყელი. სწორედ უკანასკნელი შემთხვევა აღელვებთ ექსპერტებს ჯანდაცვის სფეროში. ექიმის განმარტებით, ანტიბიოტიკებს ყელის უკანა კედელზე გონორეის განვითარებისთვის ხელის შეწყობა შეუძლიათ.

"როდესაც თქვენ იყენებთ ანტიბიოტიკებს ყელში მიმდინარე ანთებითი პროცეზების სამკურნალოდ, ისინი რეაქციაში შედიან გონორეის გამომწვევ ბაქტერიასთან, რაც საბოლოო ჯამში მედიკამენტებისადმი მის მდგრადობას განაპირობებს"-განმარტა მედიკოსმა.

თუმცა სუპერგონორეის, ანუ ინფექციის ყველაზე მძიმე ფორმის განვითარება ორალური სექსის დროს ხდება. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სექსუალური აქტის დროს თავდაცვის საშუალებებზე, მათ შორის, კონდომზეც უარს ვამბობთ.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ორალური სექსის დროს, ბაქტერიის ხელსაყრელ გარემოში მოხვედრა, გონორეის ყველაზე მძიმე ფორმას იწვევს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz