სპინერი აშშ-ისა და ევროპის რამდენიმე სკოლაში აიკრძალა | Allnews.Ge

სპინერი აშშ-ისა და ევროპის რამდენიმე სკოლაში აიკრძალა

უკანასკნელ პერიოდში მოზარდებს შორის სპინერი სულ უფრო მეტად გავრცელდა. თუმცა, კონცენტრირებისა და ნერვების დასამშვიდებლად შექმნილ მოწყობილობას, დღეს ახალგაზრდების უმეტესობა, უბრალოდ, გასართობად იყენებს. ამერიკის და სხვა წამყვანი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სპინერის გამო ჩაშლილი საგაკვეთილო პროცესი სულ უფრო ხშირ ხასიათს ატარებს, ამიტომ სკოლების უმეტესობამ მოწყობილობის გამოყენება უკვე აკრძალა.

მანჩესტერის ერთ-ერთმა სკოლამ მშობლებს მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც ამცნობდა, რომ სკოლაში მოსწავლისთვის სპინერის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი კონფისკაცია მოხდება. საინტერესოა, რომ სპინერის ხელისშემშლელ ფაქტორზე თავად მოსწავლეებიც საუბრობენ. ინგლისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ დირექტორს წერილი გაუგზავნა, სადაც უმხელდა, რომ მაშინ, როდესაც ის სამუშაოზე ორიენტირებას ცდილობდა, მის ყურადღებას ირგვლივ მოზუზუნე სპინერი ფანტავდა.

მოსწავლის ვინაობა ანონიმურია, თუმცა მისმა მოთხოვნამ გამოძახილი ნამდვილად ჰპოვა და სკოლების დირექციები ქმედებაზე გადავიდნენ.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ სპინერების აკრძალვასაც მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება, განსაკუთრებით კი აუტისტუური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან. ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა იმ ბავშვების მიმართ, ვისაც სპინერი რეალურად ეხმარება და მით უმეტეს უსამართლოა, როდესაც აკრძალვა ხდება იმ მოსწავლეების გამო, რომლებიც მოწყობილობას მხოლოდ, როგორც სათამაშოს ისე აღიქვამენ.

სპინერმა პოპულარობა საქართველოშიც მოიპოვა, თუმცა ჩაშლილი საგაკვეთილო პროცესების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

myquiz