სააღდგომო კვერცხი თანაბრად რომ შეიღებოს | Allnews.Ge

სააღდგომო კვერცხი თანაბრად რომ შეიღებოს

წითელი პარასკევი, ანუ ვნების კვირის პარასკევი, ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ჯვარს აცვეს ქრისტე.

კვერცხის შეღებვა სწორედ მაცხოვრის ჯვარცმასთან არის დაკავშირებული. წითელი ფერი სიმბოლურად ქრისტეს დაღვრილ სისხლს განასახიერებს, კვერცხი კი სიცოცხლის სიმბოლოა.

გთავაზობთ კვერცხის შეღებვასთან დაკავშირებულ რჩევებს:

თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება. ხარშვისას კი კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.

შეღებილმა კვერცხმა რომ იბრწყინოს, გაამშრალეთ და ზეთი გადაუსვით.

myquiz