გაზაფხულზე კანის მოვლის სამი ძირითადი წესი | Allnews.Ge

გაზაფხულზე კანის მოვლის სამი ძირითადი წესი

გაზაფხულზე კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და შესაბამის მოვლას საჭიროებს. თანამედროვე კოსმეტოლოგიას კანის პრობლემების გადასაჭრელად უზარმაზარი არსენალი გააჩნია.

1. გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები;

2. დაივიწყეთ პილინგი. მისი გაკეთება შესაძლებელია ზამთარში ან შემოდგომაზე. გზაფხულზე იგი უკუნაჩვენებია. სამაგიეროდ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა ინექციური პროცედურების - მეზოთერაპიის, ბიორევიტალიზაციის, პლაზმოთერაპიის ჩატარება.

"სილამაზის ინექციები" დღეს ძალიან პოპულარულია, თუმცა მის შემდეგ კანს აღდგენა ესაჭიროება. ამიტომ ლაზერული და ინექციური პროცედურების შემდეგ გამოიყენეთ მცენარეული გელები.

3. კანი გლუვი და თანაბარი ვერ იქნება თუ სწორად არ იკვებებით. მაგალითად ქალაქის მოსახლეობის 80% აღენიშნება D3 ვიტამინის დეფიციტი, რაც კანის ფოტოდაბერებას იწვევს. კანის პრობლემები შეიძლება ჰორმონული ფონის დარღვევითაც იყოს გამოწვეული. ამიტომ, თანამედროვე კოსმეტოლოგები მჭიდროდ თანამშრომლობენ ენდოკრინოლოგებთან, დიეტოლოგებთან, თერაპევტებთან და სხვა სპეციალისტებთან.

გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით, ჯანსაღი კანისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პოზიტიური აზროვნება, სწორი კვება, წონის ნორმალიზაცია, გონივრული ფიზიკური დატვირთვა.

MKURNALI.GE

myquiz