რომელ ქალაქს ჰყავს პოლიციის ყველაზე სწრაფი მანქანები
მსოფლიოს ვერცერთ ქალაქში ვერ იხილავთ პოლიციის ისეთ სწრაფ მანქანებს, როგორიც დუბაიშია. არაბთა გაერთიანებული საემიროების ამ ქალაქში ხშირად გადააწყდებით "ბუგატის", "ფერარის" და "ლამბორჯინის" პოლიციის ავტომობილებს.
უფრო მეტიც, დუბაის პოლიცია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია შესული ყველაზე სწრაფი მანქანებით. მას 400 კმ/ს-ზე მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლია.
როგორ ატარებს თავისუფალ დროს დუბაის მილიარდერი პრინცი
დუბაიში, სადაც "ბენტლის" და "როლს როისს" ყველაზე ხშირად შეხვდებით, პოლიციის მსგავსი ავტომობილების ქუჩაში გადაადგილება ადგილობრივების გაკვირვებას არ იწვევს.
წყარო: CNN