გაიცანით ქალი, რომელიც ყურებით ხედავს | Allnews.Ge

გაიცანით ქალი, რომელიც ყურებით ხედავს

უკანასკნელი, რაც 21 წლის პეტ ფლეტჩერმა დაინახა, ქიმიური ნივთიერებებით სავსე ფოლადის ავზი იყო. როდესაც მიხვდა, რომ რეზინის მილი უჩვეულოდ გაცხელდა, უკვე გვიანი იყო. აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო, ისე გაეხვა თვალისმომჭრელ სინათლეში და მისი სხეული ცეცხლმა მოიცვა.

მოგვიანებით, გაღვიძებისას ეგონა, რომ კვლავ ეძინა. ერთ დღესაც სამყარო მის ირგვლივ ისეთი პირქუში გახდა, თითქოს ნაცრისფერი სქელი ღრუბლის საფარქვეშ აღმოჩნდა. დამამშვიდებლები და ტკივილგამაყუჩებლები თავის საქმე აკეთებდნენ, იქამდე, სანამ პეტის საწოლთან ექიმი არ მივიდა და სიმართლე არ გაუმხილა. იარაღის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სადაც პეტი მუშაობდა, მან ერთი თვალი დაკარგა, მეორეთი კი, სავარაუდოდ, ვერასდროს დაინახავდა. მხოლოდ ისღა დარჩენოდა ღრმა კლაუსტროფობიის მტანჯველი შეგრძნება დაეძლია და წყვდიადს შეგუებოდა.

მაგრამ, ხომ არსეობენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ მსგავსი რეალობის მიღებაზე.

კატასტროფიდან 30 წელი გავიდა და ცხადი გახდა, რომ ექიმი შეცდა. ფაბრიკაში მომხდარი აფეთქებიდან 25 წლის შემდეგ, როდესაც ბუფალოს უკვე გაჭაღარავებული მცხოვრები, კომპიტერთან იჯდა, ჰოლანდიელი ინჟინრის მიერ შემუშავებულ კომპიტერულ პროგრამას გადააწყდა. ინჟინერი ამტკიცებდა, რომ პროგრამას vOICe (ხმა) გამოსახულებაზე არსებული პიქსელების ხმოვან ფორმატში გადაყვანა შეეძლო, რაც უსინათლო ადამიანებს სამყაროს "დანახვის" შესაძლებლობას მისცემდა.

პეტმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა. ჩაიცინა კიდეც, როდესაც "ხმოვანი პეიზაჟის" ნიმუშის მოსმენა დაიწყო. სრულიად გაუგებარი ხმების კაკაფონიამ ყური მოჭრა.

ამის მიუხედავად, ცდის ჩატარება მაინც გადაწყვიტა - ოთახში არსებული ნახატისკენ მიტრიალდა, რომლზეც გრძელი ხის ღობე იყო გამოსახული და სტერეო დინამიკების მეშვეობით, მუსიკის მოსმენა დაიწყო. ამ დროს სუნთქვა შეეკრა - გონების თვალი რაღაცას ხედავდა.

"შევტრიალდი და ფაქტობრივად ღობე დავინახე ჩემს კაბინეტში. გაოგებული ვიყავი. ამ შეგრძნებისგან ჟრუანტელმა დამიარა"-იხსენებს პეტი.

ხმათა დინამიური კაკაფონიის საშუალებით, პეტს ღობის შეგრძნება, მისი ფორმის, და ზომის გამორკვევა შეეძლო. ამავდროულად მას არ ესმოდა, როგორ შეეძლო ხმას ამ შეგრძნების გამოწვევა, თანაც ასე ცხადად.

პეტი მაშინვე მაღაზიაში წავიდა, ყველაზე პატარა ვებ-კამერა შეიძინა, ქუდზე მიიმაგრა და ნოუთბუქს დაუკავშირა, შემდეგ პროგრამა ჩართო და ირგვლივ მიმოიხედა.

"კინაღამ მუხლებზე დავეცი. მე შემეძლო მეთქვა, სად იყო კედელი, შემეძლო დამენახა ჟალუზები, ისინი ხელითაც მოვსინჯე, რომ დავრწმუნებულიყავი ჩემს გონებაში არსებული გამოსახულების რეალობაში"- ყვება პეტი.

მოგვიანებით, პეტმა ჭოგრიტი იყიდა მასში ჩამონტაჟებული პატარა კემერით და თავისი მოწყობილობის სრულყოფა დაიწყო. მალე ჯოხს მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით ატარებდა, იმ შემთხვევისთვის, თუ მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდოდა.

პეტის გამოცდილება დაუჯერებლად ჟღერს ან, როგორც ზოგიერთები ამბობენ, ეს გონების რთული ტყუილია, რადგან ამ შემთხვევას საყოველთაოდ აღიარებული სამცენიერო თეორიების თავდაყირა დაყენება შეუძლია.

პეტ ფლეტჩერის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მისი განცხადება მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა გადაამოწმეს. რამდენიმე წლის წინ, 58 წლის უშიშარი ტექნოლოგიური ავანტიურისტი, ბოსტონში, ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ის ტომოგრაფიის მაგიდაზე იწვა - მისი სიმართლე კომპიუტერს უნდა გამოეაშკარავებინა. ექიმმა მას თავისი "ხმოვანი პეიზაჟების" მოსმენა სთხოვა.

მედიკოსებმა დაინახეს, რომ ფლეტჩერის ტვინში ამ დროს ის უბნები გააქტიურდა, რომელიც, როგორც წესი, მაშინ აქტურდება თუ ჩვენს მზერას სივრცეში არსებულ რაიმე ნივთს მივაპყრობთ. ამასთანავე, როდესაც პეტს ჩვეულებრივი ხმაური ესმოდა, როგორიც არის გასაღებების ჩხრიალი ექიმის ხელში, ტვინის ამ უბნებში აქტიურობა არ შეინიშნებოდა. მისმა ტვინმა შეძლო ჩვეულებრივი ხმისა და "ხმოვანი პეიზაჟების" ერთმანეთისგან გარჩევა და ამას მაშინაც ახერხებდა, როდესაც აღნიშნული ხმები ერთდროულად ესმოდა.

უკანასკნელმა ცდებმა დაადასტურეს, რომ პეტ ფლეტჩერმა ყურებით "დანახვა" დაიწყო. მისი ტვინი თვითნებურად გადაეწყო ახალ რეალობაზე.

 

წყარო: Meet the Woman Who Can See With Her Ears

myquiz