ალუჩა გადაშენების პირასაა | Allnews.Ge

ალუჩა გადაშენების პირასაა

ალუჩა სხვა ბევრი ხილის მსგავსად სეზონური ხილია, რომელიც გაზაფხულზე ხარობს. იგი მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარეა ტყემლოვანთა ქვეოჯახიდან. ალუჩის მცენარე უეკლოა, იზრდება 10-დან 13 მ-მდე სიმაღლის. არის სითბოს მოყვარული ხეხილი. გვხვდება ბარში და ზეგანზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლემდე.

მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისას ალუჩა გადაჯიშდება, გადაწიდვნის დროს კი ინარჩუნებს ჯიშურ თვისებებს. "მკურნალის" ინფორმაციით, გამრავლების სირთულისა და ნაკლები გამოყენების გამო, ალუჩა გადაშენების პირასაა. ალუჩის ნაყოფი მოყვითალო-მომწვანოა. მსხვილი, დაბერილი გვერდები აქვს, კანი – თხელი და ნაზი. ადრეული სუფრის ხილია. ნაყოფის წვენს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს. ალუჩა გვხვდება აზერბაიჯანში, სომხეთში. საქართველოში ალუჩა უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. აქ მოჰყავთ ალუჩის ორი ჯიში – მეჩიბუხე და იმერული.

რატომ ღირს თბილისში 1 კგ ალუჩა 109 ლარი

მიუხედავდ იმისა, რომ ნაყოფს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს, მას მრავალრიცხვოვანი მოყვარული ჰყავს. მცირეოდენი სიმჟავე მას პიკანტურ გემოს და არომატს სძენს.

ალუჩას ახასიათებს დადებითი თვისებები ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შეიცავს C ვიტამინს და საუკეთესოა სხავადსხვა დაავადებებისათვის. მაღალი მჟავიანობის გამო დადებითად მოქმედებს ბახუსის დროს.

myquiz