ყველა დროის 10 ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველი | Allnews.Ge

ყველა დროის 10 ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველი

როდესაც 2008 წელს,  ლიონა ჰემსლი გარდაიცვალა, მისმა ანდერძმა ბევრი გააოცა, რადგან 12 მილიონი დოლარი მხოლოდ მისი ძაღლისთვის, სახელად ტრაბლისთვის იყო განკუთვნილი. ამ ფაქტის შემდეგ New York Times წერდა,-"ძაღლები ადამიანებისგან განსხვავებით არც ტკივილს გაყენებენ და ერთგულებიც არიან."

ტრაბლის გარდა კიდევ ბევრი მილიონერი შინაური ცხოველია, რომელმაც პატრონის განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურა.

1. გიუნტერ მე-4

როცა გერმანელი გრაფის ცოლი კარლოტა ლიბენსტეინი გარდაიცვალა, 80 მილიონი დოლარი თავის გერმანულ ნაგაზს, გიუნტერ მე-3-ს დაუტოვა. ინვესტიციების შედეგად გაზრდილი თანხა, 375 მილიონი დოლარი ახლა გიუნტერ მე-4-ს ეკუთვნის. ნაგაზი იტალიასა და ბაჰამის კუნძულებზე ვილებს ფლობს.

2. ჭირვეული კატა

ინტერნეტის საყვარელი კნუტი, 2014 წელს, ყავის ბრენდისა და საშობაო ფილმის დახმარებით გახდა პოპულარული. მას "ინსტაგრამზე" 1 მილიონი გამომწერი ჰყავს. კატის ღირებულება 1 მილიონი დოლარიდან 100 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა, მისი პატრონის თქმით, ეს რიცხვები გაზვიადებულია.

3. ტობი რაიმსი

როდესაც მილიარდერი, ელა უენდელი დაიღუპა, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქონება 40 მილიონი დოლარი იყო, რომელიც პატარა ძაღლს, ტობი რაიმსს დარჩა.

4. ბლექი

გინესის მსოფლიოს რეკორდების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კატა ბლექი იყო, რომელსაც თავისმა პატრონმა 13 მილიონი დოლარი უანდერძა. ბლექის პატრონი, ანტიკვარიატის დილერი ბრიტანელი ბენ რეი იყო, რომელიც 1988 წელს დაიღუპა.

5. ტომასო

უმდიდრესი კატა, რომელიც რომში, იტალიელმა მოხუცმა მილიონერმა მარია ასუნტამ შემთხვევით იპოვა, მოულოდნელად მილიონერი გახდა, მას წილად 13 მილიონი დოლარი ერგო, როდესაც პატრონი 2011 წელს გარდაიცვალა.

6. თრაბლი

დეველოპერმა ლეონა ჰემსლიმ 12 მილიონი დოლარი თავის ძაღლს, თრაბლს დაუტოვა. ის ტერიერის ჯიშის პატარა შინაური ცხოველი იყო, რომელმაც უკანასკნელი წლები ფუფუნებაში გაატარა.

7. კონჩიტა

ჩიხუახუა კონჩიკა მაიამიზე მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეს, გეილ პოსნერს ეკუთვნოდა. ის 2010 წელს გარდაიცვალა და 3 მილიონი დოლარი და 8,3 მილიონად შეფასებული სახლი მაიამის სანაპიროზე, კონჩიტას დაუტოვა.

8. გიგო

გიგო ერთადერთი ქათამია, რომელიც მილიონერი შინაური ცხოველებისა დ ფრინველების სიაში მოხვდა. ის ბრიტანელი საგამომცემლო კომპანიის მესაკუთრის, მაილს ბლექველის საკუთრებაში იყო, რომელსაც იშვიათი ფრინველებისა და ცხოველების შეძენა უყვარდა. როდესაც ბლექველი 2001 წელს გარდაიცვალა, 10 მილიონი დოლარი თავის საყვარელ ქათამს, გიგოს დაუტოვა.

9. ჩუნმუნი

ჩუნმუნი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მაიმუნია, რომელიც 8 მილიონ დოლარს ფლობს. იგი ინდოელმა წყვილმა შვილად აიყვანა და ისეთ პირობებში ჰყავთ, როგორშიც საკუთარი შვილი ეყოლებოდათ. წყვილის ერთადერთი საქმე მილიონერი მაიმუნის მოვლაა.

10. შუპეტი

"შანელის" მოდის სახლის დიზაინერის, კარლ ლაგერფილდის საკუთრებაში მყოფი კატა, შუპეტი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მდიდარი კატაა. ლაგერფილდის თქმით, შუპეტი დროის უმეტეს ნაწილს პატრონთან ერთად ატარებს. გასულ წელს მან 3,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მომზადებულია Time-ს მიხედვით.