ნივთები, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაასუფთავოთ | Allnews.Ge

ნივთები, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაასუფთავოთ

სუფთა სახლში ცხოვრება ყველას გვიყვარს, მაგრამ საკმარისი დრო არ გვრჩება, რომ ყოველდღიურად საათები სახლის წმენდას დავუთმოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ყველაფრის მოწესრიგებას ვერ მოვასწრებთ, არის საგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავასუფთავოთ.

1. სამზარეულოს პირსახოცები

ჭურჭლის საწმენდი პირსახოცი სახლში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ნივთია. იგივე შეიძლება ითქვას აბაზანის პირსახოცზე. მათი დღეში ერთხელ გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავრეცხოთ. მისი შეცვლა კი ყოველდღიურად აუცილებელია.

2. გასაღები

გასაღებზე იმაზე მეტი ბაქტერიაა ვიდრე ლიფტის ღილაკებზე, თუმცა მათ არასდროს ვწმენდთ და ყოველდღიურად, გაუცნობიერებლად ძალიან ბევრი ინფექციის წყაროს ვეხებით, სწორედ ამიტომ, ის ყოველდღიურად ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცით უნდა გავწმინდოთ.

3. აბაზანის კაფელი

აბაზანის მიღების შემდეგ დასველებული კაფელი აუცილებლად უნდა გავწმინდოთ, რათა ბაქტერიების გამრავლებისგან თავი დავიცვათ. მშრალ გარემოში ისინი ნაკლებად მრავლდებიან.

4. სამზარეულოს ღრუბელი

სამზარეულოს ღრუბელი ჭურჭლის საწმენდ ტილოზე ბინძურია, რადგან მას ყოველდღიურად, რამდენჯერმე სხვადასხვა ტიპის საკვების ნარჩენების მოსაცილებლად ვიყენებთ, ამიტომ მათი კარგად გარეცხვა და რამდენიმე დღეში ერთხელ შეცვლა აუცილებელია.

5. ნიჟარა

როგორც აბაზანის, ისე სამზარეულოს ნიჟარა, ყოველდღიურად, ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებით აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, რათა ინფექციებისა და ბაქტერიების გამრავლება თავიდან ავიცილოთ.

6. წყალში ჩალბობილი დასვრილი თეფშები

ამ შემთხვევაში უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ, რადგან ჭურჭლის გარეცხვა ორმაგი ძალისხმევით გიწევთ. რატომ? წყალში ჩალბობილ დასვრილ ჭურჭელში ბაქტერიები იმაზე სწრაფად მრავლდება, ვიდრე გვგონია, ამიტომ მათი გარეცხვა ყოველი ჭამის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს.

7. ყავის მადუღარა

თქვენი ყავის მადუღარა ბაქტერიებისთვის თბილი ადგილია და თუ ყავის მომზადების შემდეგ მას გაურეცხავს დატოვებთ, ისინიც აუცილებლად გამრავლდებიან, ამიტომ არასდროს დატოვოთ ყავის მადუღარა გაურეცხავი.

8. საჭრელი დაფა

საჭრელი დაფა, რომელიც ხისგანაა დამზადებული, საკვების ნარჩენებს აუცილებლად შეიწოვს, ამიტომ დაფაზე რაიმეს დაჭრის შემდეგ, ერთი ჩაის კოვზი საკვების სოდა წყალში გააზავეთ და დაფა მასში 5-10 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ, შემდეგ კი გამდინარე წყალში გაავლეთ.

9. მაკიაჟის ფუნჯები და ღრუბლები

თუ მაკიაჟის გასაკეთებელ საშუალებებს დიდი ხნის განმავლობაში ისე იყენებთ, რომ არ რეცხავთ, თქვენს სახეზე ყველა ტიპის ბაქტერია მოხვდება, ამიტომ მათი გამოყენების შემდეგ, ისინი საპნით უნდა გარეცხოთ.

მომზადებულია Bright Side-ს მიხედვით.

myquiz