ბანანის 10 სასარგებლო თვისება, რომელზეც სავარაუდოდ, არაფერი გსმენიათ | Allnews.Ge

ბანანის 10 სასარგებლო თვისება, რომელზეც სავარაუდოდ, არაფერი გსმენიათ

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბანანი არ უყვარს. იგი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. ბანანი შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმის მუშაობას თითქმის ყველა მიმართულებით აუმჯობესებს.

წარმოგიდგენთ ამ ტროკიპული ხილის 10 სასარგებლო თვისებას, რომლებიც ბანანის სიმწიფეზეა დამოკიდებული.

1. ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა

ბანანი შეიცავს სპეციფიურ ცილებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის) თავიდან აცილებაში გვეხმარება.

მწიფე ნაყოფებში ამ ნივთიერების შემცვლელობა გაცილებით მაღალია. ამიტომ სასურველია შეიძინოთ ის ბანანები, რომელთა ქერქი შავი წერტილებით დაიფარა ან გამუქდა.

2. კრუნჩხვებთან ბრძოლა

მინერალების დეფიციტი წვივის კუნთების ხშირი კრუნჩხვების მიზეზია. კალიუმითა და მაგნიუმით ისეთ მდიდარ საკვებს, როგორიც ბანანია, კუნთის სპაზმების თავიდან აცილება შეუძლია, ამიტომ ბანანს აქტიურად მოიხმარენ სპორტსმენები.

3. თირკმლების დაავადებების პროფილაქტიკა

თირკმელებში კენჭების გაჩენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ეფექტური საშუალება კალიუმის საკმარისი მოცულობის შემცველი საკვების მიღებაა. კვლევების თანახმად, რაციონში ბანანის რეგულარული შეტანა თირკმლებში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენის ალბათობას 40%-ით ამცირებს.

4. ძლიერი გული

კალიუმის შემცველი საკვები მათთვისაც არის სასარგებლო, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართ მიდრეკილება აქვს. ყოველდღიურად ამ მინერალის 1,3 გრამის მოხმარება გულის პათოლოგიების განვითარების რისკს 26%-ით ამცირებს. ნორმის შესასრულებლად დღეში 2-3 ბანანის მიღებაა საჭირო.

5. სუფთა სისხლძარღვები

სისხლძარღვების გამავლობის გაუარესების მიზეზი ქოლესტერინია, რომელიც ათეროსკლეროზსაც იწვევს. ბანანი შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს.

6. ჯანმრთელი კუჭი

ბანანი სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც კუჭის წყლული აქვს ან მაღალი რისკის მქონე ჯგუფში იმყოფება. იგი შეიცავს განსაკუთრებულ ფერმენტს, რომელიც კუჭის კედლებს იცავს.

7. ენერგიის წყარო

ვიტამინებისა და მინერალების სიმრავლე ბანანს ენერგიის შესანიშნავ წყაროდ აქცევს. ორგანიზმი სწრაფად ითვისებს მარტივ ნახშირწყლებს და აუცილებლობის შემთხვევაში ენერგიის რესურსების დეფიციტს მომენტალურად ავსებს.

8. კარგი განწყობა

ბანანი სიხარულის ჰორმონს (დოფამინს) და В ჯგუფის რამდენიმე ვიტამინს შეიცავს, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

9. დახმარება დიაბეტის დროს

ტროპიკური ხილი სახამებლის განსაკუთრებულ (რეზისტენტულ) სახეობას შეიცავს, რაც შაქრის დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევაში, ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება მწვანე ბანანებში გვხვდება. შედარებისთვის, თუ საშუალო ზომის მწვანე ბანანი სახამებლის 12,5 გრამს შეიცავს, მწიფე ბანანში ეს რიცხვი 5 გრამს არ აღემატება.

10. მოხდენილი ფიგურა

რეზისტენტული სახამებლები ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას ებრძვის და ენერგიის დანახარჯს ზრდის, რაც ზედმეტ წონასთან ბრძოლის დროს, სწრაფ და ხელშესახებ შედეგს იძლევა. ამ ნივთიერების რეკომენდებული ყოველდღიური ნორმა 10 გრამია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბანანის მოხმარების გარდა, აუცილებელი პირობა, ცხოვრების აქტიური წესია.

myquiz