რამდენ კალორიას შეიცავს თქვენი საყვარელი სასუსნავი | Allnews.Ge

რამდენ კალორიას შეიცავს თქვენი საყვარელი სასუსნავი

ბოლოს როდის მიირთვით ორი ცალი ორეო? შესაძლოა, წახემსების დროს მიღებული საკვების კალორიას არ ითვლით და საერთოდაც გავიწყდებათ რა ჭამეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ხშირად უწყინარი სასუსნავიც კი დიდი ოდენობის კალორიას შეიცავს.

აღსაქმელად, რომ მარტივი იყოს, ნახეთ როგორ გამოიყურება 150 კალორია.

შვრიის ფანტელები (გრანოლა) სხვადასხვა შენარევით: ჭიქის ¼

ყველა თანხმდება, რომ შვრიის ფანტელები ჯანსაღი საკვებია, მაგრამ შენარევებთან ერთად, დიდი ოდენობით შაქარს, ნახშირწყლებსა და კალორიას შეიცავს.

ჭიქის ¼ შვრიის ფანტელების შემცველობა: 150 კალორია, 7გ ცხიმი, 18გ ნახშირწყლები, 3გ ცილა.

მარმელადი: 4 ცალი

ერთი შეხედვით მარტივი და უცხიმო ტკბილეული, საკმაოდ კალორიულია.

4 ცალი მარმელადის შემცველობა: 160 კალროია, 0.5 გ ცხიმი, 36 გ ნახშირწყლები, 1 გ ცილა

მიწისთხილის კარაქი 2 ს/კ

თუ არ ჩავთვლით, რომ სენდვიჩის კლასიკური ინგრედიენტია და ამასთან, სასუსნავადაც ითვლება, მიწისთხილის კარაქი მაღალკალორიულია.

2 ს/კ-ის შემცველობა: 190 კალორია, 16გ ცხიმი, 7გ ნახშირწყლები, 7გ ცილა.

შვრიის ხრაშუნა ფანტელები: ჭიქის ¾

ხრაშუნები მარტივად მოსამზადებელი საუზმეა და კარგი არჩევანია, როდესაც დრო არ გაქვთ. მაგრამ ეს უწყინარი ხრაშუნები, თაფლითა და შვრიის ფანტელებით - რძის გარეშე შეიცავს: 130 კალორიას, 2.5გ. ცხიმს, 26გ. ნახშირწყლებს, 2გ. ცილას.

ნუში

ნუშს სამეფო კაკალსაც უწოდებენ - თავდაპირველად ის განსაკუთრებული მოწონებით სამეფო კარზე სარგებლობდა. ეგვიპტელები ნუშს უმატებდნენ ფქვილს, რომლისგანაც ფარაონისთვის განკუთვნილ პურს აცხობდნენ.

ყოველგვარი კაკალი ცილებისა და მინერალების (რკინა, თუთია, მაგნიუმი) წყაროა, ნუშის გული კი, ამასთან ერთად, მდიდარია E ვიტამინით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს.

24 ნუში შეიცავს: 170 კალორიას, 15 გრამ ცხიმს, 6 გრამ ცილას და 5 გრამ ნახშირწყლებს.

კარტოფილის ჩიფსები

15 ცალი ჩიფსი შეიცავს: 160 კალორიას, 10 გრამ ცხიმს, 15 გრამ ნახშირწყალს და 2 გრამ ცილას, რაც არც ისე სახარბიელოა.

ორეო

2 ცალი ორეო შეიცავს: 140 კალორიას, 7 გრამ ცხიმს, 21 გრამ ნახშირწყალს და 1 გრამ ცილას.

 

კრეკერი

55 ცალი კრეკერი შეიცავს: 140 კალორიას, 5 გრამ ცხიმს, 20 გრამ ნახშირწყალს და 3 გრამ ცილას.

 

myquiz