ჩოგბურთელმა ნიკა ბასილაშვილმა მსოფლიოს მერვე ჩოგანი დაამარცხა | Allnews.Ge

ჩოგბურთელმა ნიკა ბასილაშვილმა მსოფლიოს მერვე ჩოგანი დაამარცხა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკა ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა. ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგში 87-ე ადგილს იკავებს, მერვედფინალში მსოფლიოს მერვე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. მატჩი ქართველი ჩოგბურთელის სასარგებლოდ ანგარიშით 6:4 6:4 დასრულდა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილს მეტოქედ სლოვაკი მარტინ კლიზანი ეყოლება. სლოვაკი ჩოგბურთელი ტურნირზე მერვე ნომრადაა განთესილი. შეხვედრა დღეს გაიმართება.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Nikoloz Basilashvili’s victory over top seed Dominic Thiem against all odds

myquiz