როგორ ვისწავლოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში უფასოდ | Allnews.Ge

როგორ ვისწავლოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში უფასოდ

2017 წლის თებერვალში, ოქსფორდის პირველი მასობრივი ღია ონლაინ კურსი გახსნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წამყვან უნივერსიტეტებს შორის ის თითქმის უკანასკნელია, რომელიც აღნიშნულ პროგრამას შეუერთდა.

ოქსფორდი, რომელმაც მსოფლიო უნივერსიტეტების 2016-2017 წლების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, თებერვლიდან მსურველებს ეკონომიკის კურსის შესწავლის ონლაინ პლატფორმას edX-თან პარტნიორობით შესთავაზებს, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შექმნეს.

მასობრივმა ღია ონლაინ კურმა (Mooc) პოპულარობა 2011 წელს მოიპოვა. მსოფლიოს გარშემო, მილიონობით ადამიანს შეუძლია აღნიშნული პლატფორმით უფასოდ სარგებლობა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან, იმ შემთხვევაში თუ მისი ინტერნეტთან წვდომა შეუზღუდავია.

Mooc-ის პლატფორმებით, როგორიცაა Coursera, edX და Udacity მსურველთათვის კურსების ორგანიზებას, ასეულობით უნივერსიტეტი, არაკომერციული ორგანიზაცია და უწყება ახერხებს. პლატფორმებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობითა და ნდობით Coursera და edX სარგებლობენ.

სტუდენტებს მასობრივი ღია ონლან კურსით სარგებლობას ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები სთავაზობენ, როგორიც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ჰარვარდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სტენფორდი, სორბონა, პეკინგის უნივერსიტეტი და ახლა უკვე ოქსფორდია.

ოქსფორდის Mooc-ის პროგრამას "სიღარიბიდან კეთილდღეობამდე: ეკონოიკური განვითარების გააზრება" ბლავატნიკის სკოლის ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორი პოლ კოლიერი გაუძღვება.

myquiz