ჩინეთის მოსახლეობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია | Allnews.Ge

ჩინეთის მოსახლეობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2015 წელთან შედარებით, ჩინეთის მოსახლეობა 8,09 მილიონი ადამიანით გაიზარდა და 1,382 მილიარდი შეადგინა, - მონაცემებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველო აქვეყნებს. სტატისტიკოსები აღნიშნავენ, რომ მონაცემებში არ შედის ჰონგ-კონგისა და მაკაოს მოსახლეობა, რადგან ეს ტერიტორიები ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოადგენს.

ქვეყანაში მამაკაცთა რაოდენობა 708,15 მილიონს, ხოლო ქალების 674,56 მილიონს აღწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 104,98 მამაკაცზე, სტატისტიკურად, 100 ქალი მოდის. სპეციალისტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ 2020 წლისთვის, 4 მილიონი ჩინელი მამაკაციი ვერ შეძლებს დაქორწინებას.

მოსახლეობის რაოდენობის მხრის ჩინეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს, თუმცა, არსებული დინამიკიდან გამომდინარე, სულ მალე ის პირველობას ინდოეთს დაუთმობს. 2016 წლის ივლისის მონაცემებით, ინდოეთის მოსახლეობა 1,327 მილიარდს აღწევს. Countrymeters-ის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 20 იანვრისთვის ინდოეთის მოსახლეობა უკვე 1,337 მილიარდს მიაღწევს.

რაც შეეხება აშშ-ს, ის მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს და მისი მოსახლეობა სულ რაღაც 325 მილიონს შეადგენს.