გაიგეთ მზად ხართ თუ არა ქორწინებისთვის | Allnews.Ge

გაიგეთ მზად ხართ თუ არა ქორწინებისთვის

ქორწინება, ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებაც დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებამ, შესაძლოა, არასასიამოვნო შედეგები მოიტანოს. მნიშვნელოვანია, კარგად გავაცნობეროთ, ვართ, თუ არა ქორწინებისთვის მზად.

Cosmopolitan-ი გვთავაზობს ნიშნებს, როცა მზად ვართ, ვიქორწინოთ:

1. თავს კარგად არამხოლოდ პარტნიორთან ყოფნისას, არამედ მარტო დარჩენის დროსაც გრძნობთ.

2. ცხოვრებაში სხვა ახლობელი ადამიანებიც გყავთ.

თუ პარტნიორი თქვენი მეგობარიცაა, ეს ძალიან კარგი ურთიერთობაა, მაგრამ ამისთვის სხვა ადამიანებიც გესაჭიროებათ, რათა თავი უფრო კომფორტულად და დაცულად იგრძნოთ.

3. სხვების საქორწინო ბეჭდებს ყოველ წუთს ამჩნევთ. ნუ გგონიათ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, შესაძლოა გაუცნობიერებლად, მაგრამ ქორწინებაზე ფიქრობთ.

4. როცა მომავალზე ფიქრობთ და იქ თქვენს პარტნიორსაც მოიაზრებთ. ქორწინება მხოლოდ დღესასწაული არ არის. თქვენი პარტიორი მუდამ თქვენთან იქნება, ამიტომ მასთან თანაცხოვრება სასიამოვნო და კომფორტული უნდა იყოს.

5. ფულზე ღიად საუბრობთ.

როდესაც ფინანსები ტაბუდადებული თემა არ არის და ამ საკითხს ხშირად, გულწრფელად განიხილავთ ხოლმე, ეს ქორწინების დროს ძალიან დაგეხმარებათ.

6. ქორწინებაზე ხშირად საუბრობთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებთ და სულ ერთად ყოფნის სურვილი გაქვთ.

7. თქვენი ემოციები თქვენს პარტნიორს უკავშირდება.

ემოციურ მომენტებში საკითხებს ერთად განიხილავთ და ამაზე საუბრის არ გრცხვენიათ.

8. ძველ პარტნიორებთან მიბრუნების სურვილი არ გიჩნდებათ.

არც გახსენდებათ ძველი პარტნიორები, მითუმეტეს რომელიმე მათგანთან დაბრუნება არ გსურთ და ძველი ურთიერთობები არ გენატრებათ.

9. საუბრობთ ბავშვებზე, გინდათ თუ არა ისინი და ერთ პოზიციაზე ხართ.

ბავშვები ქორწინების ნაწილია, ამიტომ თუ ჯერ მათ ყოლას არ გეგმავთ, თქვენი პარტნიორის პოზიციაც უნდა გაიგოთ და პატივი სცეთ.

10. არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა, საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული არ იყოთ. თუ ასეთ რამეს ფიქრობთ, ჯობს ქორწინება გადადოთ, სანამ პარტნიორის გრძნობებში არ დარწმუნდებით.

 

 

myquiz