"ნუტელა" კიბოს გამომწვევი მიზეზების შესახებ ბრალდებებს პასუხობს | Allnews.Ge

"ნუტელა" კიბოს გამომწვევი მიზეზების შესახებ ბრალდებებს პასუხობს

"უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია.  ნედლეულს ფრთხილად ვარჩევთ და უსაფრთხო პროდუქტის შესაქმნელად მომზადების პროცესში ხარიხს მკაცრად ვიცავთ" - ეს განცხადება "ნუტელა აშშ"-მ Twitter-ის საშუალებით გაავრცელა.

კომპანიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მისი გაყიდვიდან ამოღების შესახებ განცხადება გავრცელდა, რადგან, მის ერთ-ერთ ინგრედიენტს, პალმის ზეთს, კიბოს წარმოქმნას უკავშირებენ.

BBC-ის ინფორმაციით, იტალიის უდიდესმა ქსელმა, Coop-მა პროდუქტი გაყიდვიდან უკვე ამოიღო. "ევროპის სურსათის უვნებლობის ხელმძღვანელების" ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მაისში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ "ნუტელაში" გამოყენებული პალმის ზეთი კარცენოგენულ კომპონენტებსა და მჟავურ ნაერთებს შეიცავს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შედეგის საბოლოოდ მისაღებად კვლევები ისევ ჩასატარებელია, შესაბამისად, სუპერმარკეტების თაროებზე "ნუტელა" ისევ განთავსებულია.

მომზადებულია Huffingtonpost-ის მიხედვით.

myquiz