ლატარეაში გამარჯვებულმა ციფრების კომბინაცია სიზმარში ნახა | Allnews.Ge

ლატარეაში გამარჯვებულმა ციფრების კომბინაცია სიზმარში ნახა

კანადის მოქალაქე, რომელმაც გათამაშებაში დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი მოიგო ამტკიცებს, რომ ციფრების კომბინაცია 1989 წელს დაესიზმრა.

პროვინცია ახალი შოტლანდიის პატარა ქალაქ ისტერნ პასაჟში მცხოვრებმა ოლგა ბენომ, დეკემბრის შუა რიცხვებში 5,3 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის ჯეკპოტი მოიგო. გათამაშებაში მისი მონაწილეობის ისტორია უკვე 27 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ის ლატარეის ბილეთს პერმანენტულად ყიდულობდა და ციფრების ერთი და იმავე კომბინაციით ავსებდა, რომელიც მას 1989 წლის მაისში დაესიზმრა.

"ციფრები ზეპირად მახსოვს და მომეჩვენა, რომ გათამაშების შემდეგ ისინი ეკრანზეც დავინახე.

კარგი მხედველობა არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე ეს შემთხვევა დამევიწყებინა"- განმარტა გამარჯვებულმა.

მეორე დღეს დასთან სატელეფონო საუბრისას გაზეთის თვალიერების მომენტში მან ციფრების იგივე კომბინაცია დაინახა და მიხვდა რომ გათამაშების გამარჯვებული არც მეტი, არც ნაკლები, თვითონ გახდა.

დაახლოებით 10 წლის წინ, ოლგა ბენოს კიბო დაუდგინეს, დაავადებასთან ბრძოლისას მას სახლის გაყიდვა დასჭირდა, რათა ძვირადღირებული თერაპიები დაეფარა. მან უკვე იცის პირველ რიგში, რას იყიდის მოგებული თანხით.

myquiz