ჯორჯალი - ახალი ორგანო ადამიანის ორგანიზმში | Allnews.Ge

ჯორჯალი - ახალი ორგანო ადამიანის ორგანიზმში

ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ ნაწილს, ახალი კლასიფიკაცია მიენიჭა და ორგანოდ დასახელდა.

აქამდე მიიჩნეოდა რომ ჯორჯალი, რომელიც კუჭს ნაწლავებთან აერთებს რამდენიმე სხვადასხვა ნაწილისგან შედგებოდა. თუმცა, როგორც ირლანდიელმა ქირურგმა, პროფესორმა, ჯ. კელვინ კოფიმ გამოარკვია ეს ერთი ორგანოა.

პროფესორის განმარტებით, მისი კვლევების შედეგები, რომლებიც ჟურნალ Lancet-შია გამოქვეყნებული, მეცნიერების ახალი ეპოქის დასაწყისია და გარკვეული დავადებების შესწავლის საფუძველს გვაძლევს.

ახლა საჭიროა ხელახალი კვლევები, რომლებიც "ახალი ორგანოს" ზუსტ ფუნქციას დაადგენენ.

"ამ ორგანოს ანატომია და სტრუქტურა უკვე გამოვიკვლიეთ. ახლა მისი ფუნქციის დადგენის დროა, ამის გარკვევის შემდეგ ამ ფუნქციის დარღვევის მიზეზსაც გავიგებთ და შედეგად გარკვეული დაავადებების რაობას დავადგენთ"- განმარტავს პროფესორი კოფი.

პროფესორი მიიჩნევს, რომ ამ ორგანოს შესწავლას სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს,- "არ გამოვრიცხავ, რომ აღნიშნული ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ისეთ დაავადებებში, როგორიც ნაწლავის კიბო, დიაბეტი და ნაწლავების ანთებაა".

myquiz