მსოფლიოს ახალი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჰყავს | Allnews.Ge

მსოფლიოს ახალი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჰყავს

ჩინურმა საფეხბურთო კლუბმა "შანხაი შენჰუამ", არგენტინული "ბოკა ხუნიორსის" ფორვარდი კარლოს ტევესი შეიძინა.

რეკორდული შეთანხმების პირობები არ სახელდება, თუმცა, როგორც ადრე გახდა ცნობილი, "შანხაი" 32 წლის არგენტინელს, წელიწადში 40 მილიონ ევროს სთავაზობდა.

ამგვარად, კარლოს ტევესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში "შანხაი შენჰუამ" მეოთხე ადგილი დაიკავა.

myquiz