საახალწლო ნაძვის ხის დამზადების 13 ორიგინალური იდეა | Allnews.Ge

საახალწლო ნაძვის ხის დამზადების 13 ორიგინალური იდეა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ოჯახები ნაძვის ხის მოსართავად ემზადებიან - არ აქვს მნიშვნელობა, ნაძვი ბუნებრივია თუ ხელოვნური, იგი საახალწლო დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.

ცოტამ თუ იცის, რომ ნაძვის ხის სუნი, რომელიც სადღესასწაულო პერიოდთან ასოცირდება, სინამდვილეში მომაკვდავი ხის სუნია - სახლში მდგარი ნამდვილი ნაძვის ხის სუნი იმის ნიშანია, რომ იგი ნელ-ნელა კვდება და ხმება.

საახალწლო ნაძვის ხის ტრადიცია, რომელმაც დღევანდელ კულტურაში მყარად გაიდგა ფესვები, გერმანიიდან მოდის. საბედნიეროდ, ჩვენ ყველა საახალწლო ტრადიცია არ შემოგვიღია გერმანიიდან. გერმანელ ბავშვებს უყვებოდნენ კრამპუსის, ბოროტი საშობაო ცხოველის შესახებ, რომელიც ურჩ პატარებს აწამებდა.

საახალწლო ნაძვები ობობებს იზიდავს - ნაძვის ხის სინოტივის გამო, ის ობობასთვის საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად.

ობობებს არ უყვართ არც სველი და არც მზიანი ადგილები, ნაძვი კი საკმაოდ მშრალი, მაგრამ ამავდროულად ნოტიოა, რაც ობობისთვის ძალიან მიმზიდველი გარემოა.

საახალწლო ნაძვის ხეები, რომლებიც ჭერს წვდება, დაახლოებით ათი წლისანი არიან. ყველაზე მაღალი ნაძვის ხე 99,7 მეტრი სიმაღლისაა და ის ყველაზე მაღალი ხეა დედამიწაზე.

სადღესასწაულო ინტერიერს ტრადიციულის გარდა, დეკორატიული ნაძვის ხეებიც ძალიან უხდება. მათ დასამზადებლად ყველაზე მარტივ საშუალებებს გასწავლით. ძალიან ორიგინალური დეკორის ელემენტიც გამოგივათ და საჩუქრადაც არავინ დაიწუნებს.

myquiz