პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან უნდა ამოვიღოთ | Allnews.Ge

პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან უნდა ამოვიღოთ

ერთ-ერთი მათგანი მარგარინია. მასში ბევრი ისეთი ნაერთია, რომელიც ზრდის ქოლესტერინის დონეს (მაგალითად ტრანს-ცხიმები, ხელოვნური არომატიზატორები და საღებავები). გარდა ამისა, მარგარინი ძალიან კალორიულია, რაც მას ნაღების კარაქზე საშიშს ხდის.

ხელოვნური დამატკბობლები ასევე მავნებელია ჯანმრთელობისთვის. სახარინი - შაქრის დაბალკალორიული შემცვლელი, მიჩნეულია წონის კონტროლის საშუალებად. თუმცა ხელოვნური დამატკბობლები ზრდის დიაბეტის და თირკმელების დაავადების განვითარების რისკს.

კეტჩუპი უსაფრთხოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პომიდვრისგან სახლის პიროებებშია დამზადებული.

მზა ვერსიებში უამრავი საღებავი, შაქარი, სიმინდის სიროფი და მარილია, რაც იწვევს ჰიპერტონიას, სიმსუქნესა და გულის დაავადებების განვითარების ზრდის რისკს.

მინანქარი ნამცხვარს ნამდვილად აგემრიელებს. თუმცა მასში არსებული შაქარი სასარგებლო ნაკლებად არის და იწვევს წონის მატებას. ბაზარზე არსებულ მინანქრიან ნამცხვრებში შეიძლება აღმოვაჩინოთ სხვადასხვა შაქრები, ტრანს-ცხიმები, სიმინდის სიროფი, ხელოვნური საღებავები, არომატიზატორები და კონსერვანტები.

დიდ სათბურებში, სამრეწველო მიზნით მოშენებულ მარწყვში 13 სხვადასხვა პესტიციდის კვალი შეიძლება ვიპოვოთ.

ქარხნული წესით დამზადებული ორცხობილა უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე, რადგანაც იგი შეიძლება შეიცავდეს ჰიდროგენიზირებულ ცხიმს, ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს.

შაქრის, მარილის, ნატრიუმის გლუტამატისა და ნიტრატების მაღალი დონე საკვებს დამხასიათებელ გემოს სძენს, მაგრამ მავნებელია ჯანმრთელობისათვის.

ლალი ჩხიკვაძე

myquiz