რატომ აცვიათ წარმატებულ ადამიანებს ყოველდღე ერთი და იგივე | Allnews.Ge

რატომ აცვიათ წარმატებულ ადამიანებს ყოველდღე ერთი და იგივე

თითქმის ყველა ადამიანის გარდერობშია 10-15 ისეთი ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად ვიცვამთ, თუმცა იმ წარმატებული ადამიანების შემთხვევაში, რომელთაც ყველა ვიცნობთ, ასე არ არის.

მაგალითად, რატომ აცვია სტივ ჯობსს ყველა ფოტოში ერთი და იგივე და რატომ ვერ ვხედავთ მარკ ცუკერბერგს სხვადასხვა სამოსში?

პასუხები შემდეგში მდგომარეობს:

1. მარტივი გადაწყვეტილებები

წარმატებული ადამიანებისთვის დილით ტანსაცმლის შერჩევაში დახარჯული დრო, დაკარგულს ნიშნავს და, დღის განმავლობაში მათ პროდუქტიულობას ამცირებს. მაგალითად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სტილი, მუდამ ერთნაირია, რადგან ის, როგორც წესი, ლურჯ ან ნაცრისფერ ფორმაშია.

მარკ ცუკერბერგის თქმით, მას არ სურს იფიქროს იმაზე, თუ რას შეჭამს ან რას ჩაიცვამს, "რადგან მე სხვა ბევრი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები", - აღიშნავს ის.

2. ნაკლები დროის კარგვა

ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, ტანსაცმლის ყიდვაში, არჩევასა და მათ მორგებაში რამდენ დროს ვკარგავთ. წარმატებული ადამიანებისთვის კი მარტივია, შეიძენენ ერთნაირ სამოსს და დილით იმაზე ფიქრი არ უწევთ, თუ როგორ მოირგონ ის.

3. ნაკლები სტრესი

მატილდა კალი, ნიუ იორკის არტ დირექტორია და მისთვის ტანსაცმლის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღება დამღლელია, ამიტომ ყოველდღიურად ერთსა და იმავე სამოსს ატარებს.

მისი თქმით, სტრესულია, როდესაც სვამ კითხვებს, "ეს ძალიან კლასიკურად ხომ არ გამოიყურება? ეს კაბა ზედმეტად მოკლე ხომ არაა? ასეთი სტილი მიხდება?"- ამიტომ ურჩევნია, მუდამ ერთნაირი სამოსი ატაროს.

4. ნაკლები გაფლანგული ენერგია

ქრისტოფერ ნოლანმა 21-ე საუკუნეში ბევრი კომერციულად,  კრიტიკოსების თქმით, წარმატებული ფილმი შექმნა. "ნიუ იორკ თაიმსის" თანახმად, ის ყოველდღიურად ტანსაცმლის შერჩევაში ენერგიას არასდროს ხარჯავდა და მუქ ჟაკეტს, შავ შარვალსა და ერთსა და იმავე ფეხსაცმელს იცვამდა.

5. ხატის შექმნა

მწერალი, ელის გრეგორი, ნიუ იორკში ცხოვრობს. შარშან მან სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერა, თუ რატომ ურჩევნიათ ადამიანებს ერთი და იმავე სამოსის ტარება.  მისი განმარტებით, ყოველთვის ერთსა და იმავე ფორმაში გამოჩენა, ადამიანის გარკვეულ ხატს ქმნის, ის ყოველთვის ისეთი წარმოგიდგენია, როგორიც მის ჩვეულ ტანსაცმელშია.

6. ნაკლები დანახარჯი

ერთი ამერიკული ოჯახი, ყოველწლიურად სამოსში 1 700$-ს ხარჯავს, თუმცა, ძირითადად, არასაჭირო ნივთებში. 1930 წელს, ქალის გარდერობში, როგორც წესი, 9 ტიპის სამოსი იყო, ახლა მათი რაოდენობა მინიმუმ 30-მდე გაიზარდა.

ჩვენ ხშირად ისეთ ნივთებს ვიძენთ, რომლებიც არ გვჭირდება, ხშირად კი მათ არც ვიყენებთ.

7. მეტი სიმშვიდე

გასულ თვეს, დრიუ ბერიმორმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ტანსაცმლის მიმართ თავისი დამოკიდებულება აღწერა, - "მე თითქმის 40 წლის ვარ და სამოსს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ორი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ტანსაცმელი, რომელსაც 30 წლის ასაკში ვიცვამდი, ახლა აღარ მერგება, რაც ძალიან მტკივნეულია," - ამის აღმოსაფხვრელად, დრიუ ბერიმორმა საკუთარი გარდერობი შეამცირა და ნივთების განსაკუთრებული დაკვირვებით შეძენა დაიწყო, ახლა კი ის მშვიდია და უფრო თავდაჯერებული.

ჩვენს სურვილებზე საზოგადოება დიდ ზეგავლენას ახდენს და ხშირად ვივიწყებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდე და მენტალური ჯანმრთელობაა, ამიტომ გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და ფასდაკლებების ან რეკლამების ზეგავლენით ჩვენი გარდერობის გაზრდაზე არ უნდა ვიფიქროთ.