ტომი, რომელიც ცივილიზაციასთან კონტაქტში არასდროს შესულა | Allnews.Ge

ტომი, რომელიც ცივილიზაციასთან კონტაქტში არასდროს შესულა

ამ ფოტოსურათებზე აღბეჭდილია ჯუნგლებში მცხოვრები ტომი, რომელიც ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, ვენესუელის საზღვართან ცხოვრობს. მოქსიჰატეტიმას ტომი დანარჩენ მსოფლიოსთან არასდროს შესულა კონტაქტში.

თვითმფრინავიდან გადაღებულ კადრებზე ჩანან ტომის წევრები, რომლებიც საერთო ნაგებობის, "მალოკას" შიგნით ცხოვრობენ.

ერთ-ერთი სურათის გადიდებისას ჩანს მამაკაცი, რომელიც კამერას აგრესიულად უქნევს შუბს. ტომის დანარჩენი წევრები უბრალოდ ზემოთ იყურებიან.

ტომი მოქსიჰატეტიმა იანომამოს ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. ინდიელთა ტერიტორიებზე რეგულარად იჭრებიან არალეგალი ოქროს მომპოვებლები, რის გამოც ხშირია კონფლიქტები. ამიტომ მოქსიჰატეტიმას ტომზე დისტანციური დაკვირვება მიმდინარეობს.

1993 წელს ოქროს მომპოვებლებმა 16 იანანამო მოკლეს, რის საპასუხოდაც ინდიელებმა ორი ადამიანი მოკლეს.

ძალადობის გარდა, ადამიანებს ასევე მოაქვთ დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც იანამამოს იმუნიტეტი არ აქვს.

ამ ტომის ბედი უცნობი იყო, ვინაიდან ბოლო ერთი წლის მანძილზე ისინი არავის უნახავს. მაგრამ ამ ფოტოების საშუალებით დადგინდა, რომ მოქსიჰატეტიმა ცოცხლები არიან. მეტიც, ტომის ოჯახთა რაოდენობა ორით გაიზარდა.