რა რაოდენობის ტკბილეული უნდა მივიღოთ ჭარბი წონის პრობლემა რომ არ შეგვექმნას | Allnews.Ge

რა რაოდენობის ტკბილეული უნდა მივიღოთ ჭარბი წონის პრობლემა რომ არ შეგვექმნას

ბევრ ჩვენგანს წონაში დაკლება სურს, თუმცა იმდენად მიჩვეულია ტკბილეულის ყოველდღიურად მიღებას, რომ მის გარეშე მომდევნო 24 საათი ვეღარ წარმოუდგენია, არადა კალორიების მთავარი წყარო, სწორედ შაქრის შემცველი პროდუქტებია.

რა მოხდება, თუ სამი დღის განმავლობაში ტკბილეულს საერთოდ აღარ მივირთმევთ?

წლების განმავლობაში, დიეტოლოგები ამბობენ, რომ წონაში დაკლების ერთადერთი გზა დაბალკალორიული პროდუქტების მიღებაა და თუ ტკბილეულსაც თავს დავანებებთ, კილოგრამების დაკარგვა თითქმის გარანტირებული გვაქვს და ერთ დღეს, როდესაც ეს მოხდება, თქვენ შეამჩნევთ:

1. უცებ შეწყვეტთ ფიქრს წონაში მატების შესახებ, თავს უფრო მსუბუქად და ჯანმრთელად იგრძნობთ, თქვენი თმისა და კანის ხარისხი ნელ-ნელა გაუმჯობესდება;

2. პროდუქტებზე კალორიების კითხვას აღარ დაიწყებთ, რადგან გეცოდინებათ, რომ ნახშირწყლების წყარო რაციონიდან ამოღებულია.

3. ტკბილეული მადას აძლიერებს და როდესაც მას აღარ მიირთმევთ, ნაკლები პროდუქტი შევა თქვენს რაციონში;

4. მიხვდებით, რომ ჩვეულებრივი საკვების გემოს უკეთ შეიგრძნობთ;

5. სამოსს უკეთ მოირგებთ, ვიდრე 3 დღის წინ;

6. გააცნობიერებთ, რომ ნამცხვარი თქვენთვის ისეთი მიმზიდველი არ არის, როგორც სამი დღის წინ, რადგან ცხოვრება მის გარეშეც შესაძლებელია.

მომზადებულია Bright Side-ს მიხედვით.

myquiz