ყველაზე სახიფათო საყოფაცხოვრებო ნივთები | Allnews.Ge

ყველაზე სახიფათო საყოფაცხოვრებო ნივთები

ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ, როდესაც ელექტრომოწყობილობები, რომლებიც ადამიანისთვის საშიშ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ავრცელებენ, ყველგანაა. წარმოგიდგენთ ხუთი ყველაზე სახიფათო მოწყობილობას, რომლებსაც ნებისმიერ სახლში იხილავთ.

ეკონომიური ნათურები

ეს შესანიშნავი ეკონომიური ნათურები ძალიან ბევრ არასასიამოვნო ნიუანსს მოიცავს. გარდა იმისა, რომ ასეთი ნათურების შიგნით ვერცხლისწყალია, რის გამოც, ნათურების ჩვეულებრივ სანაგვე ურნაში გადაყრა არ შეიძლება, ისინი ასევე ულტრაიისფერი და ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროსაც წარმოადგენენ. სინათლის ასეთ წყაროსთან, ერთ მეტრზე ახლოს ყოფნა არაა რეკომენდებული.

როგორი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები მომავალში?

მიკროტალღოვანი ღუმელი

საკვების გაცხელების პროცესში მიკროტალღოვანი ღუმელი ძალიან მძლავრ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ავრცელებს. ჩართული ღუმელიდან 1 მეტრის რადიუსში ის ნორმას 10-20-ჯერ აღემატება, ასე რომ მიკროტალღოვანი ღუმელის ყოველი ჩართვის დროს, უმჯობესია გარკვეული დროით დატოვოთ სამზარეულო.

მობილური ტელეფონი

ამ მოწყობილობის ზიანის შესახებ ყველას სმენია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხანგრძლივი საუბრის დროს ყურის სიახლოვეს ტემპერატურა 2-2,5 გრადუსით იმატებს, რამაც შესაძლოა თავის ტვინის უჯრედები დააზიანოს. გარდა ამისა, თუკი საუბრის დასაწყისში ელექტრომაგნიტური გამოსხივება ძალიან მცირედით იზრდება, სულ რაღაც 10 წუთში ის სახიფათო ხდება.

ქართველი ფიზიკოსის რჩევები მობილური ტელეფონების მფლობელებს

ტელევიზორი

ბევრს სამზარეულოში ისევ უდგას ტელევიზორი ძველი კინესკოპით. თანამედროვე პლაზმური პანელებისგან განსხვავებით, ასეთი ტელევიზორები ძლიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას გამოყოფენ და მათთან 1,5 მეტრზე ახლოს მისვლა არაა რეკომენდებული. რაც შეეხება თანამედროვე ტელევიზორებს და ინოვაციურ მონიტორებს, მათი გამოსხივება გაცილებით დაბალია და თუკი ეკრანს მინიმუმ 50 სანტიმეტრით მოცილდებით, არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ.

დენცქვიტი, დამაგრძელებლები და კვების ბლოკები

ელექტრომაგნიტური ველი, რომლებსაც დენცქვიტები და დამაგრძელებლები ქმნიან, გაცილებით სუსტია. მაგრამ ყველაფერი იცვლება, თუკი მათზე ძლიერი მოწყობილობაა შეერთებული. მაგალითად, თუკი დენცქვიტში მიკროტალღოვან ღუმელს შევაერთებთ, ის გამოსცემს ველს, რომელიც სტანდარტულს 20-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ კვების ბლოკები და დამტენი მოწყობილობები ასევე ავრცელებენ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას 1 მეტრის რადიუსში.

myquiz