რა უთხრა ბარაქ ობამამ შვილებს არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ | Allnews.Ge

რა უთხრა ბარაქ ობამამ შვილებს არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ

დონალდ ტრამპის შოკისმომგვრელი გამარჯვების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ერთ-ერთ მთავარ საქმედ ჰილარი კლინტონის იმედგაცრუებული მხარდამჭერების დამშვიდება გახდა, რომლებმაც საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართეს.

არჩევნების დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ, ობამამ აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მოლაპარაკებას ჩინებული უწოდა.

ბარაკ ობამას ქალიშვილი თევზის რესტორანში მუშაობს

თუმცა, ეს ამ ამბის პოლიტიკური ნაწილია და სინამდვილეში შვილებისთვის მას სხვა სიტყვა ჰქონდა შემონახული. საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატის დამარცხებით შეწუხებულ მალიასა და საშას აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა მათი მოვალეობა შეახსენა - "იბრძოლეთ ადამიანებისთვის, არ იფიქროთ აპოკალიფსზე და წინსვლის სურვილი შეინარჩუნეთ".

"ადამიანები რთულები არიან. საზოგადოება და კულტურაც რთულია.

ეს არ არის მათემატიკა, ეს უფრო მეტად ბიოლოგია და ქიმიაა. ისინი ცოცხალი ორგანიზმები არიან და თქვენი, როგორც მოქალაქეების და როგორც ადამიანების საქმეა მუდმივად დაეხმაროთ მათ წამოდგომაში და მოეპყროთ სიკეთით, პატივისცემითა და გაგებით.

ნებისმიერ მომენტში უნდა ელოდოთ ფანატიზმის გამწვავებას, რასთან დაპირისპირებაც მოგიწევთ, ის შესაძლოა თქვენშიც იყოს და მისი დამარცხება უნდა შეძლოთ.

"სექსიზმთან ბრძოლა ყველა მამაკაცის ვალია" - ბარაკ ობამა ფემინიზმზე საუბრობს

არ უნდა იფიქროთ აპოკალიფსზე, ყოველთვის უნდა მოძებნოთ ადგილი სადაც წინსვლას შეძლებთ"- ამ სიტყვებით გაამხნევა ობამამ თავისი 15 და 18 წლის შვილები.

myquiz