რაზე უნდა დავფიქრდეთ, სანამ შვილების ყოლას გადავწყვეტთ | Allnews.Ge

რაზე უნდა დავფიქრდეთ, სანამ შვილების ყოლას გადავწყვეტთ

როდესაც მოზარდები აღარ ვართ და საკუთარ თავებს ზრდასრულ პიროვნებებად აღვიქვამთ, საცხოვრებლად მარტო გადასვლის, კერძების თავად მომზადების, ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების სურვილი გვიჩნდება, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებზეც მეტი დაფიქრება გვმართებს.

გვაქვს სამსახური, შესაბამისად, საკუთარი შემოსავალი, გვყავს პარტნიორი, მაგრამ თუ ხელფასის მეშვეობით მხოლოდ გადასახადებს ვიხდით და ელემენტარულ საჭიროებებს ვიკმაყოფილებთ, მაშინ ბავშვის ყოლა გარკვეული დროით უნდა გადავდოთ.

გარდა, იმისა რომ მშობლის პასუხისმგებლობა განუსაზღვრელია და შვილს განსაკუთრებული ყურადღება და ბევრი დრო სჭირდება, ფინანსური შესაძლობლობებიც მნიშვნელოვანია, რადგან ახალშობილს სპეციალური პირობები და მოვლა სჭირდება, სკოლის ასაკს მიღწეულს კი უფრო მეტი ფულადი რესურსი.

სწორედ ამიტომ, Business Insider-ი გვთავაზობს ექვს საკითხს, რომელიც შვილის გაჩენამდე უნდა გავიაზროთ და გავითვალისწინოთ:

1. შეგიძლიათ, თუ არა სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვა

ბავშვს სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი ხშირად უწევს, რადგან, მცირეწლოვნები პედიატრთა ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც წესი, არ ვიცით, ბავშვს რა ტიპის სამედიცინო მომსახურება დასჭირდება, აქედან გამომდინარე, ხარჯებისთვის მუდმივად მზად უნდა ვიყოთ, ხოლო თუ არ ვართ, ეს ჩვენს შვილზე უარყოფითად აისახება.

2. გაქვთ თუ არა სტაბილური კარიერა?

შესაძლოა, რომელიმე სამსახურში თავს სტაბილურად გრძნობდეთ, მაგრამ არ გქონდეთ ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რომ სხვა, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო შეასრულოთ.

კარგი იქნება, თუ ჯერ კარიერულ სტაბილურობაზე ვიზრუნებთ და შემდეგ ვიყოლიებთ შვილებს.

3. გაქვთ თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა?

ეს სერვისი ბევრ მომსახურებას ანაზღაურებს, რომელიც როგორ თქვენ, ისე თქვენს შვილს დაგჭირდებათ. აქედან გამომდინარე, სანამ ბავშვის გაჩენას გადაწყვეტთ, თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს გადახედეთ.

4. საკუთარ სახლში

როდესაც არ გაქვს საკუთარი სახლი და გყავს შვილი, ბინის შეძენის შანსი უფრო მცირდება, რადგან ფინანსები, ძირითადად ბავშვის ჯანდაცვაში, სკოლის ნივთებში, მისი მოვლის საშუალებებსა და სხვა საჭიროებებზე მიდის.

5. დანაზოგი

როდესაც შვილი გყავთ, არასოდეს იცით, ამის გამო რა საჭიროების წინაშე აღმოჩნდებით, ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში, ყველა ოჯახი აკეთებს დანაზოგს.

6. ხართ თუ არა მენტალურად მზად, რომ ამხელა ფინანსურ გამოწვევებს გაუძლოთ?

მენტალურად მომზადება, ფინანსური მზაობის ტოლია. თუ ფიქრობთ, რომ ამხელა ფინანსური გამოწვევისთვის ჯერ მზად არ ხართ, ჯობს ბავშვის ყოლისგან თავი შეიკავოთ, რათა შემდეგ სტრესში არ აღმოჩნდეთ.

myquiz