მამაკაცები სექსზე 7 წამში ერთხელ ფიქრობენ - მითი თუ რეალობა | Allnews.Ge

მამაკაცები სექსზე 7 წამში ერთხელ ფიქრობენ - მითი თუ რეალობა

1. მითია, რომ მამაკაცები სექსზე 7 წამში ერთხელ ფიქრობენ;

2. ყავას მარცვლებისგან არ ამზადებენ, ის თესლისგან მზადდება;

3. ენის სხვადასხვა ნაწილი გემოს განსხვავებულ შეგრძნებებს არ აღძრავს, ენის ყველა მხარეს ნებისმიერი გემოს აღქმა შეუძლია;

4. ბიბლიაში ადამისა და ევას მიერ ვაშლის გასინჯვის შესახებ არაფერი წერია, მათ მიერ შეჭმული ნაყოფის სახელი ნახსენები საერთოდ არ არის;

5. C ვიტამინი გაციების დაძლევის კარგი საშუალება არ არის, თუმცა საზოგადოებაში ეს დამკვიდრებული მოსაზრებაა;

6. ადამიანები გონების მხოლოდ 10%-ს არ იყენებენ, ჩვენ ტვინს მთლიანად, 100%-ით ვიყენებთ;

7. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს ფრჩხილები და თმა ეზრდება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მიცვალებულის კანი ვიწროვდება და აღნიშნული ილუზია იქმნება.

8. ბევრი შოკოლადის მირთმევა აკნეს არიწვევს, ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანს გამონაყარი შესაძლოა, სხვა ბევრი საკვებისგანაც შეექმნას;

9. მითია, რომ მთვარეულებმა შესაძლოა, საკუთარ თავს რაიმე ავნონ, რადგან ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა;

10. ტყუილია, რომ ალბერტ აინშტაინი სკოლაში მათემატიკას ცუდად სწავლობდა, რადგან მან სკოლაში ერთადერთი გამოცდა ვერ ჩააბარა, თუმცა არა ეს საგანი;

11. მითია, რომ ბუზები მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ცოცხლობენ, მათ შეიძლება ერთი კვირა ან თვეც გაძლონ;

12. მითია, რომ სიცივეში სველი თმით გასვლის შემთხვევაში გაცივდებით, რადგან ექიმები ამას არ ადასტურებენ;

13. მცდარია მოსაზრება, რომ ალკოჰოლს შეუძლია, გაგვათბოს. მისი მიღების შემთხევაში სისხლძარღვები ისხნება და დროებით სითბოს შეგრძნება გვეუფლება;

14. მითია, რომ ხარები წითელი ფერის დანახვისას ღიზიანდებიან. ისინი უბრალოდ წითელი ნაჭრის მოძრაობაზე რეაგირებენ;

15. არსებობს მოსაზრება, რომ ქრისტეფორე კოლუმბის დროს დედამიწა ყველას ბრტყელი ეგონა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს ფაქტი დადასტურებული არ არის;

16. მითია, რომ ნაპოლეონ ბონაპარტე ძალიან დაბალი იყო, რადგან ის თავისი დროის საშულო ასაკის მამაკაცებზე მაღალი გახლდათ;

17. ჩიტი არაფერს დაგიშავებთ, თუ მის ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს უკან დააბრუნებთ, ამიტომ ამ მოსაზრებას ნუ დაეყრდნობით;

18. კოსმოსიდან მხოლოდ ჩინეთის დიდი კედელი არ ჩანს, რადგან სხვა ნაგებობების კონტურების აღქმაც შესაძლებელია.

myquiz