არქეოლოგებმა აღდგომის ტაძარში ქრისტეს "სასიკვდილო სარეცელი" აღმოაჩინეს | Allnews.Ge

არქეოლოგებმა აღდგომის ტაძარში ქრისტეს "სასიკვდილო სარეცელი" აღმოაჩინეს

საუკუნეების შემდეგ პირველად, მეცნიერებმა იმ ადგილის უძველესი ზედაპირი აღმოაჩინეს, რომელიც ტრადიციულად იესო ქრისტეს საფლავად მიიჩნეოდა. საფლავი ქრისტეს აღდგომის ტაძარში იერუსალიმში მდებარეობს. სამარხი მარმარილოს ფენებით ახ.წ. 1555 წლიდან არის დაფარული.

"საფლავს მარმარილოს საფარი მოვაშორეთ და მის ქვემოთ ახალი ფენების აღმოჩენით გაოგნებულები ვიყავით"- განაცხადა არქოლოგმა და რესტავრატორმა ფრედრიკ ჰიბერტმა,- "ეს ხანგრძლივ სამეცნიერო ანალიზს საჭიროებს, თუმცა საბოლოოდ ჩვენ შევძლებთ ვიხილოთ იმ უძველესი ქვის ზედაპირი, რომლეზეც ტრადიციის თანახმად ქრისტე ესვენა.

ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ახ.წ. 30 ან 33 წელს, რომაელების მიერ ქრისტეს წამების შემდეგ, მაცხოვრის სხეული "სასიკვდილო სარეცელზე" იყო დასვენებული, რომელიც კირქვის გამოქვაბულის ნაწილისგან იყო გამოთლილი. ქრისტიანული სარწმუნების მიხედვით, სიკვდილიდან სამ დღეში ქრისტე აღსდგა და გამოქვაბულთან მაცხოვრის სხეულის გასაპატიოსნებლად მისულ ქალს "სასიკვდილო სარეცელზე" აღარავინ დახვდა.

აღნიშნული "სასიკვდილო სარეცელი" ამჟამად აღდგომის ტაძარში მდებარე ედიკულას შიგნით არის მოთავსებული, რომელის რეკონსტრუქციაც 1808-1810 წლებში ხანძრის შედეგად განადგურების შემდეგ მოხდა.

ამ უძველესი სარეცლის აღმოჩენა მკლევარებს უნიკალურ საშუალებას აძლევს, შეისწავლონ ქრისტიანობის ერთ-ერთი უწმინდესი რელიქვია. უძველესი ქვის ექსპერტიზა, მეცნიერებს ქრისტეს სამარხის დარბაზის ფორმა აღადგინის შესაძლებლობას გაუმარტივებს ამასთანავე, მკვლევარები შეძლებენ, იმის დადგენას, თუ როგორ ვითარდებოდა ეს ადგილი, როგორც თაყვანისცემის საკოორდინაციო ცენტრი. ადგილი პირველად რომის იმპერატორის კონსტანტინეს დედის ელენას მიერ ახ.წ 326 წელს იქნა იდენტიფიცირებული.

 

მომზადებული National Geographic-ის მიხედვით