National Geographic-ის "ავღანელი გოგონა" დააკავეს
მწვანეთვალება ავღანელი გოგონა, რომელიც მსოფლიომ National Geographic-ის ყდიდან გაიცნო, პაკისტანში არალეგალურად ცხოვრების გამო დააკავეს.
შარბათ გულა, რომელიც ამჟამად დაქორწინებულია, პაკისტანის პოლიციამ პეშავორში, საკუთარ სახლში აიყვანა.
Telegraph-ის ცნობით, შარბათ გულა ბევრი ავღანელი ქალის მსგავსად, გაყალბებული პირადობის მოწმობით ცხოვრობდა და თავს ორი შვილის დედად აცხადებდა.
გოგონა ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე 1984 წელს გამოჩნდა და მსოფლიოს ცნობადობა მოიპოვა.