8 ნივთი, რომლის გამოყენებაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს იწვევს | Allnews.Ge

8 ნივთი, რომლის გამოყენებაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს იწვევს

ჟურნალ "ეპიდემიოლოგიაში" გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა 10%-ს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ქიმიური ნივთიერებებისგან დამზადებული ჭურჭლიდან წყლის სმის გამო უჩნდებათ.

საქმე იმაშია, რომ ფთორის შემცველი ნივთების გამოყენების შემდეგ, ნივთიერება ჩვენს ორგანიზმში ხვდება და როგორც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ისე უნაყოფობა, დაბადების შემდეგ დეფექტიანობა, სიმსივნე და სუსტი იმუნური სისტემა შეიძლება გამოიწვიოს.

დაბინძურებულ ჰაერს შეიძლება კავშირი ჰქონდეს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან

ასეთი ნივთიერებების შემცველი ნივთები სახლში ყველას მოგვეპოვება, Rodale Wellness მათ ჩამონათვალს გვთავაზობს:

1. კბილების გასაწმენდი ძაფი

ზოგიერთი კომპანია კბილების საწმენდ ძაფს ქიმიურ ნივთიერებებს უმატებს, რათა მან კბილებს შორის უკეთ ისრიალოს. ამიტომ უფრო ნატურალური მასალისგან დამზადებული პროდუქცია უნდა შევიძინოთ.

2. ქვაბი და ტაფა

როდესაც მომზადების შემდეგ ტაფას ან ქვაბს ვხეხავთ, აუცილებელია, ის არ დავფხაჭნოთ ან არ ავქერცლოთ, რადგანაც შემდეგ სადილთან ერთად ქიმიური ნივთიერებებით კვება მოგვიწევს.

3. საწვიმარი

საწვიმარი ძალიან კომფორტულია, რადგან წვიმის დროს მისი ჩაცმის შემთხვევაში არ ვსველდებით, თუმცა, თუ საჭიროება არ მოითხოვს, მათი ტარებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან რეზინი და პოლიეთილენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის.

4. საკვების ჩასაწყობი მუყაოს ყუთები და კონტეინერები

ერთ-ერთი მიზეზი, რატომ უნდა ავიცილოთ თავიდან აღნიშნული ნივთების გამოყენება, მათ მიერ საკვებისთვის სასარგებლო ნივთიერებების წართმევაა.

მეცნიერების აზრით, აღნიშნული ნივთები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის.

რას ნიშნავს იყო ვეგეტარიანელი და საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის კვების ამგვარი რეჟიმი

5. ავეჯი და ხალიჩა

როდესაც ამ ნივთების შეძენას დააპირებთ აუცილებლად იკითხეთ, შეღებილია თუ არა ისინი. ნუ შეიძენთ მაგარი მერქნისგან დამზადებულ ნივთებს და დააკვირდით მათ ხარისხს.

6. ქაღალდისა და პოლიეთილენის ჭურჭელი

ყოველ წელს 64 მილიონი ჭიქა და თეფში ნაგავში იყრება. დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები რომ არ დაგროვდეს მათი გადამუშავება და ხელახლა გამოყენება ხდება. გირჩევთ, რომ აღნიშნული ქიმიური მასალის გამოყენების ნაცვლად, მინის ან ფაიფურის ჭურჭელი გამოიყენოთ, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

7. შამპუნი

რა თქმა უნდა, ჰიგიენის ეს საშუალება აუცილებელია, თუმცა ტანსაცმლისა და ავეჯის მსგავსად, ქიმიურ ნივთიერებებს თავის მოვლის საშუალებებიც შეიცავენ.

შამპუნის შეძენისას აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი, თუ მითითებულია, რომ ის არის პერფორირებული (Perfluoro), ნუ შეიძენთ.

8. სახლში არსებული მტვერი

სახლის დალაგებისას, რა თქმა უნდა ბევრ ქიმიურ ნივთიერებას ვიყენებთ, რათა მტვერი და ბაქტერიები გავანადგუროთ, თუმცა საკუთარი თავის დაცვა, როგორ წესი, გვავიწყდება. სახლში მტვრის წმენდისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ პირდბადე, რათა თავი დავიცვათ, როგორც მტვრის ნაწილაკების, ისე მისი საწმენდი საშუალების ზეგავლენისგან.