ჟურნალ Playboy-ის გარეკანზე ჰიჯაბიანი გოგონა მოხვდება
ჟურნალ Playboy-ის 63-წლიან ისტორიაში პირველად, გარეკანზე ჰიჯაბიანი გოგონა მოხვდება. ჟურნალისტი ნურ თაგური 22 წლისაა და ჟურნალ Newsy-ს რეპორტიორად მუშაობს.
"დასავლეთ ვირჯინიაში დაბადებულმა ჟურნალისტმა მოულოდნელი და მამაცი გადაწყვეტილება მიიღო, - წერს Playboy. - თაგური გვაიძულებს ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას და ვუთმობთ ამდენ დროს ახალგაზრდა ქალის განსჯას, რომელმაც გააზრებულად გადაწყვიტა ჰიჯაბი ატაროს".
თაგურის, რომელმაც კოლეჯი 2 წლის წინ დაამთავრა, აქვს ნათელი მიზანი: გახდეს ამერიკის ისტორიაში, ახალი ამბების პირველი ჰიჯაბიანი წამყვანი. და მან ამ გზაზე დიდ წარმატებას მიაღწია.
ლიბიელი ამერიკელის, თაგურის YouTube-ის გვერდს უკვე 22 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ხოლო მის Instagram-ს 170 ათასზე მეტი გამომწერი.
"მე მჯერა, რომ ამბოხი გულწრფელობის ერთ-ერთი ფორმაა. ყველაზე ნამდვილები ჩვენ ამბოხის დროს ვართ", - ამბობს ნურ თაგური.
ჟურნალის გარეკანზე გამოჩენის გამო თაგური უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა, მაგრამ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მსგავს კომენტარებს ყურადღებას არ აქცევს.
"ეს უბრალოდ ნეგატიური და არაჯანსაღი ენერგიაა", - ამბობს 22 წლის ჟურნალისტი.