დღის ხანგრძლივი ძილი, შესაძლოა, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს | Allnews.Ge

დღის ხანგრძლივი ძილი, შესაძლოა, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს

იაპონელი მედიკოსები ვარაუდობენ, რომ დღის ხანგრძლივი ძილი, შესაძლოა, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს.

იაპონელმა მკვლევარებმა აღნიშნული კავშირი 300 ათას პაციენტზე დაკვირვების შედეგების გაანალიზების შემდეგ აღმოჩინეს.

ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი, აწუხებთ, ხშირ შემთხვევაში, შუადღესთან ახლოს ძალიან იღლებიან. თუმცა ბრინტანელი მედიკოსები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ შუადღის ძილი დიაბეტის განვითარების გამომწვი მიზეზი შეიძლება იყოს.

იაპონელმა მკვლევარებმა საკუთარი ნამუშევარი დიაბეტის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის შეხვედრაზე მიუნჰენში წარმოადგინეს.

კვლევის ავტორების განმარტებით, მთავარი ფაქტორი შუადღის ძილის ხანგრძლივობაა- ადამიანებს, რომლებსაც დღის განმავლობაში 60 წუთზე მეტს სძინავთ, დიაბეტის განვითარების საშიშროება 45%-ით მეტი აქვთ. ამავდროულად, 40- წუთიან ძილსა და დიაბეტს შორის არანაირი კავშირი არ არის აღმოჩენილი. ექიმების მტკიცებით, საპირისპიროდ, დღის განმავლობაში ხანმოკლე ძილი კონცენტრაციასა და მოტორიკას აუმჯობესებს.

უძილობა, რომელიც გადაჭარბებული მუშაობით ან გადამეტებულად აქტიური გართობით არის განაპირობებული, ასევე შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის გამომწვევი აღმოჩნდეს.

გლაზგოს უნივერისტეტის პროფესორის, მეტაბოლიზმის საკითხების სპეციალისტის, ნავიდ სატარის განმარტებით, ძილის დარღვევასა და დიაბეტს შორის არსებული კავშირის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს.

"სრულებით სავარაუდოა, რომ დიაბეტის გამომწვევი რისკ-ფაქტორები დღის განმავლობაში ძილის სურვილსაც იწვევდეს. სისხლში შაქრის დონის ოდნავ მატებაც კი სისუსტის შეგრძნებას აჩენს, რაც დიაბეტის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს."- განაცხადა ნავიდ სატარმა.

myquiz