გამორთეთ კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანი - რჩევები თუ როგორ გავიმარტივოთ დილით ადრე ადგომა | Allnews.Ge

გამორთეთ კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანი - რჩევები თუ როგორ გავიმარტივოთ დილით ადრე ადგომა

დილით ადრე ადგომა, შესაძლოა, წარმატების გარანტი იყოს.

სამუშაო დროის განმავლობაში ოჯახისა და კოლეგების მიმართ ნაკლებ ყურადღებას ვიჩენთ და ვერ ვახდენთ კონცენტრირებას, რაც დილით ადრე გაღვიძების ბრალია. ამის გამო, ბევრი ადამიანი დილით ადრე ადგომის ეფექტურ გზას ეძებს.

არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც შეიძლება ადრე ადგომაში დაგვეხმაროს. მათი განხორციელება კი ღამით, ძილის წინაც შესაძლებელია.

ინემური: ძილის იაპონური ხელოვნება

თქვენი მაღვიძარა ან ტელეფონი საწოლისგან მოშორებით მოათავსეთ

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეების უმრავლესობას ძილის დროს ტელეფონი გვერდით უდევს. თუ თქვენც ასე იქცევით, მაღვიძარას დარეკვისას "ხანმოკლე ძილზე" დაჭერა მარტივად შეგეძლებათ, რაც ადრე ადგომის საშუალებას არ მოგცემთ.

შეამცირეთ კოფეინის რაოდენობა შუადღესა და საღამოს

კვლევის თანახმად, 400 მილიგრამ კოფეინს ძილის დარღვევა ექვსი საათის განმავლობაში შეუძლია. მკვლევრები გვირჩევენ, რომ კოფეინის მიღება 5 საათი შემდეგ შევამციროთ.

დაისახეთ მიზანი

"თქვენ დილიდან რაიმეს გაკეთება უნდა დაისახოთ მიზნად, თორემ ძილისთვის ყოველთვის იპოვნით მიზეზს", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე. მოტივაცია აუცილებლად დაგატოვებინებთ თქვენს საყვარელ საწოლს.

6 რამ, რაც ძილის წინ არ უნდა გააკეთოთ

შექმენით ძილის წინ სასიამოვნო რუტინა

ძილისწინ რაიმე რიტუალის ქონა, ლოგინში ჩაწოლისკენ გიბიძგებთ. ეს სტრატეგია ბევრ ადამიანს დაეხმარა, ადრე დაძინებაში.

ჩამოწერეთ დილის მოქმედებების სია

ეს დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

თქვენი ყავის მადუღარა იმ დროზე დააყენეთ, როცა გაღვიძებას გეგმავთ

ყავის მადუღარის "თაიმერზე" დაყენება დილის ერთ-ერთი რუტინაა, რომელიც გაღვიძებაში დაგეხმარებათ, გარდა ამისა, ყავის არომატული სურნელი ლოგინში წოლის საშუალებას არ მოგცემთ.

გამორთეთ კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანი

ცნობილია, რომ ეკრანის ლურჯი ან თეთრი შუქი თქვენს სხეულს მოდუნებისა და დაძინების საშუალებას არ აძლევს.

დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ძილის წინ

ძილის წინ ერთი ჭიქა წყლის დალევა დილით მსუბუქად გაღვიძებაში დაგეხმარებათ.

ძილი - სტრატეგიული რესურსი დამსაქმებლებისთვის

მომზადებულია Independent-ის მიხედვით

myquiz