მოხუცმა მამაკაცმა მთელი ქონების ძაღლისთვის დატოვება გადაწყვიტა | Allnews.Ge

მოხუცმა მამაკაცმა მთელი ქონების ძაღლისთვის დატოვება გადაწყვიტა

ჩინელმა მოხუცმა მამაკაცმა გადაწყვიტა მთელი თავისი ქონება გარდაცვალების შემდეგ თავის ძაღლს დაუტოვოს. ჩინური მედიის ცნობით, 71 წლის ვან ჯუნვუმ შინაურ ცხოველს 80 000 იუანი დაუტოვა, რაც დაახლოებით 12 000 დოლარის ტოლფასია.

"თავს ბოლო დროს შეუძლოდ ვგრძნობ. ჩემი ძაღლი ერთადერთია, რაც მაღელვებს", - აღნიშნა მამაკაცმა.

ძაღლი მოხუცის ოჯახის ერთადერთი წევრია. მოხუცის შვილი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, მეუღლე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა. მას შემდეგ მან პატარა ლეკვი აიყვანა და ამ დრომდე მხოლოდ მასთან ერთად ცხოვრობს. ვან ჯუნვუ შინაურ ცხოველზე ისე ზრუნავს, როგორც შვილზე. იგი ზოგავს ფულს, რათა მას ხორცი უყიდოს. ძაღლიც ძალიან ერთგულია პატრონის მიმართ.

გასულ წელს ვანმა ძაღლი დაკარგა და 6 დღის განმავლობაში ვერ პოულობდა.

"მას შემდეგ მარტო აღარ დამიტოვებია. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ის კიდევ დავკარგო", - ამბობს მოხუცი.

71 წლის მამაკაცს სურს რომ გარდაცვალების შემდეგ ძაღლზე თავშესაფარმა იზრუნოს და მზად არის ამისთვის ბევრიც გადაიხადოს.

 

myquiz